მიქელანჯელო ბუონაროტი – “ეპიზოდი”
ახალგაზრდა მიქელანჯელო ბუონაროტის ყურადღება მარმარილოს ბაზრობაზე მორიგი გასვლის დროს (1497 წელი) მიიპყრო ერთ-ერთი მაღაზიის წინ დაუდევრად დაგდებულმა მარმარილოს ქვამ.მასში,როგორც გენიოსმა მოქანდაკემ,უმალვე ამოიცნო ქანდაკებისათვის საჭირო უნიკალური მასალა და მის მფლობელს უხმო.მცირეოდენი გასაუბრების შემდეგ,მიქელანჯელოს მარმარილოს ქვის მეპატრონემ უთხრა:
- თუკი გსურს ეს “მახინჯი” ქვა,დაე,აიღეთ უფასოდ.ხომ ხედავთ,რომ ძირს აგდია და ერთადერთს რასაც აკეთებს არის ის,რომ ადგილს იკავებს.უკვე თორმეტი წელიწადია ამ ადგილასაა და ჯერ მის შესახებ არავის არაფერი უკითხავს.სწორედ ამიტომ არის,რომ ამ ქვაში რაიმე პოტენციალს ვერ ვხედავ და ვერც ის წარმომიდგენია,მისგან ვინმემ რაიმე ღირებული შექმნას.
მარმარილოს ქვის მეპატრონის შეთავაზებამ მიქელანჯელო ერთობ გაახარა და იგი თავის სახელოსნოში უმალვე გადაიტანა.მას შემდეგ ორი წელიწადი გავიდა… გენიალურმა ხელოვანმა “პოტენციალის” არ მქონე “მახინჯი” ქვისაგან შექმნა საოცარი სილამაზის მქონე შედევრი ქმნილება,რომელსაც – “პიეტა” უწოდა (აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სწორედ აღნიშნული ქანდაკებაა ერთადერთი ნამუშევარი მიქელანჯელოსი,რომელსაც მან ჯორჯო ვაზარის გადმოცემის მიხედვით თავისი ხელწერა დაურთო). 1499 წელს,ანუ ქვის ჩუქებიდან ორი წლის შემდეგ,დასრულებული ქმნილების “პიეტა”-ს სანახავად,ბუონაროტიმ თავისთან მიიწვია ქვის ყოფილი მფლობელი.როდესაც იგი ხელოვანის სახელოსნოში შევიდა და იხილა მარმარილოს საოცარი ქანდაკება,მიქელანჯელოს ჰკითხა:
- სად იშოვეთ ასეთი უნიკალური მარმარილო?
- ის თქვენ მაჩუქეთ, – უპასუხა მიქელანჯელომ.
- ნუთუ ეს ქანდაკება იმ მარმარილოს ქვისგან არის შექმნილი? ეს ხომ დაუჯერებელია?! ეს საოცრებაა! – აღმოხდა გაოგნებულ კაცს.
- როგორ,თქვენ ის ვერ იცანით? ეს ხომ სწორედ ის “მახინჯი” ქვაა,რომელიც თორმეტი წელიწადი ეგდო თქვენი მაღაზიის წინ და ელოდა იმ დროს,როდესაც მისგან ვინმე რაიმეს შექმნიდა, – მიმართა მიქელანჯელომ.
ქვის ყოფილი მფლობელი მონუსხული შეჰყურებდა შედევრს და ისე დატოვა ხელოვანის სახელოსნო,რომ ამ საოცარი ქანდაკების ნახვისაგან გამოწვეულმა შოკმა საშუალება არ მისცა ბუონაროტისათვის თუნდაც ერთი სიტყვა ეთქვა. (ავტორი გენია.ჯი)