იცით თუ არა,რომ

1. მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მიზანთროპის – ადოლფ ჰიტლერის დედა – კლარა პიოლცლი-ჰიტლერი,თავის მეუღლეს – ალოის ჰიტლერს – “ბიძია ალოისის” სახელით მიმართავდა.

2. 1973 წელს ჩინეთის მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას,იმისათვის რომ ლიკვიდირება გაეკეთებინა დემოგრაფიული კრიზისისისათვის – 10 მილიონი ჩინელი გოგონას ამერიკაში ჩაყვანა შესთავაზა. (ავტორი გენია.ჯი)

3. კარიბის ზღვის კუნძულ ჰაიტის აღმოსავლეთით მდებარე – დომინიკელთა რესპუპლიკაში,სამხედროებსა და პოლიციელებს ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლიათ.

4. ის მოქალაქე,რომელიც ჩილეში,ეგვიპტესა და ფიჯიზე არჩევნებში მონაწილეობისაგან თავს შეიკავებს შესაძლოა ციხეშიც კი გამოკეტონ.

5. სტალინის პირადი არქივი მისი გარდაცვალებიდან მალევე იქნა განადგურებული.

6. ძველ რომაელებში კოდალას ხორცით კვება – ცოდვად მიიჩნეოდა.

7. ლუი XIV-ეს მმართველობისას,საფრანგეთში მაცხოვრებელ მოსახლეობას იმის გამო,რომ საპირფარეშოები სახლებში არ ჰქონდათ (თვით ლუვრის სამეფო სასახლეშიც კი არ არსებობდა საპირფარეშოები),ნება ჰქონდა დართული,თავიანთი “მონასაქმები” (ბოდიშს ვუხდი მკითხველს ამ სიტყვის დაწერისათვის,თუმცა სხვა სახელი ვერ მოვუძებნე) ფანჯრებიდან იმ შემთხვევაში გადაეგდოთ,თუკი სამჯერ დაიძახებდნენ: “მოერიდეთ! მოერიდეთ! მოერიდეთ! (სწორედ ამ ფაქტს ასახელებენ საფრანგეთში ფართოფარფლებიანი ქუდების შემოღების ერთ-ერთ მიზეზადაც).

8. იაპონელ აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებბელში გამოცდაზე შოკოლადი “კიტ-კეტი” მიაქვთ თილისმად,რადგან მისი სახელწოდება ჟღერადობით ძალიან ჩამოჰგავს იაპონურ გამოთქმას “კიტო-კატსუ”,რაც “უეჭველ გამარჯვებას” აღნიშნავს.

9. როგორც ცნობილია,ბაროკოს ეპოქის გენიალური გერმანელი კომპოზიტორი – იოჰან სებასტიან ბახი უკიდურეს სიღარიბეში გარდაიცვალა.მისი საფლავის ქვა წარწერით – “ბახი – კომპოზიტორი”,მხოლოდ ბახის ასი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დადგეს. (ავტორი გენია.ჯი)

10. გავრცელებული ვერსიის თანახმად,პატივსაცემი,ანუ “თქვენობით” მიმართვა პირველად ძველ რომში შემოიღეს და თავდაპირველად ასე მხოლოდ რომის იმპერატორებს მიმართავდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>