“იუდას ორდენი”
“იუდას ორდენი” – წარმოადგენს ერთადერთ ეგზემპლარს,რომელიც დამზადებულ იქნა 1709 წელს რუსეთის იმპერატორის პეტრე I-ის ბრძანებით.ამ საშინელი სახელის მქონე ორდენის დამზადების მიზეზი გახლდათ უკრაინელი პოლიტიკური მოღვაწე,გეტმანი და ჩრდილოეთის ომის მონაწილე – ივანე მაზეპა (1639-1709 წლები).იგი დამზადებულ იქნა ვერცხლისაგან,რომლის წონა 5 კილოგრამია.ორდენზე გამოსახულია ვერხვის ხეზე ჩამომხრჩვალი ის იუდა ისკარიოტელი,რომელმაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე 30 ვერცხლად გაყიდა.ჩამომხრჩობილი იუდას ქვემოთ კარგად ჩანს ქისა და ის 30 ვერცხლის მონეტა,რომელზეც მან მაცხოვარი გაცვალა.პეტრე I თავდაპირველად იმდენად ენდობოდა კათოლიკე-იეზუიტ – მაზეპას,რომ იგი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი – “ანდრეა პირველწოდებულის ორდენით” 1700 წელს პირადად დააჯილდოვა.თუმცა მას შემდეგ,რაც ივანე რუსეთის იმპერატორს განუდგა და შვედეთის მეფის კარლ XII-ეს მხარეზე გადავიდა,განრისხებულმა იმპერატორმა ყოფილი მოკავშირის დასჯა ასეთი უცნაური ორდენის დამზადებით გადაწყვიტა (“იუდას ორდენი” თავისთავად უსაშინლესი – “ღალატის” სიმბოლოა).მიუხედავად იმისა,რომ “იუდას ორდენი” განკუთვნილი იყო მაზეპასათვის,პეტრე I-ს აღნიშნული “ჯილდოთი” მისი შემკობა მაინც არ ეწერა.აღსანიშნავია ისიც,რომ ივანე მაზეპა,რუსული მართლმადიდებელი ეკლესიისა და კიევის მიტროპოლიტის – იოასაფის მიერ – “სამარადჟამო ანათემაზე” იქნა გადაცემული,ისევე როგორც მისი მიმდევრები.მოგვიანებით,აღნიშნული ორდენის ტარების სურვილი გამოთქვა რომანოვების დაუძინებელი მტრის თავადი შახოვსკების გვარის წარმომადგენელმა – იური შახოვსკიმ.იგი მათ მიმართ ლოიალურად იყო განწყობილი და ცდილობდა,რომ “იუდას ორდენი”-ს ტარებით თავისი წინაპრების მიერ ჩადენილ ვერაგობებს რომანოვების წინააღმდეგ,ამ საშინელი მეთოდით გამოისყიდდა.როგორც რიგი ისტორიული წყაროები მოწმობენ,იური შახოვსკის ნება დართეს ორდენის ტარებისა და მიუხედავად მისი დიდი წონისა,მას იგი სიკვდილამდე მაინც მუდამ თან ატარებდა.(ავტორი გენია.ჯი)
ივანე მაზეპა