მუსტაფა ქემალ ათათურქი – “ეპიზოდი”
რამდენიმე წლის შემდეგ,რაც თურქულმა არმიამ ბერძნებთან 22 დღიანი საქარიას სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა (1921 წელი) გადაიტანა,თურქული სახელმწიფოს დამაარსებელსა და მის პირველ პრეზიდენტს – მუსტაფა ქემალ ათათურქს ერთ-ერთმა თურქმა მხატვარმა საქარიას ბრძოლისადმი მიძღვნილი ფერწერული ტილო აჩუქა.სურათის წინა ხედზე გამოსახული გახლდათ შავრა ცხენზე ამხედრებული “თურქთა მამა”.მუსტაფა ქემალმა იხილა-რა სურათი,მხატვარს უთხრა:
“ეს ტილო არავის აჩვენოთ.ყველამ იცის,რომ ჩვენცა და ცხენებიც ერთნაირად გაძვალტყავებულები ვიყავით.ასეთი კარგად ნაკვები ცხენების დახატვა კი საქარიის ბრძოლის მნიშვნელობას აუფასურებს”, – და საჩუქრის მიღებაზეც თავაზიანი უარი განუცხადა. (ავტორი გენია.ჯი)