ფერდინანდ ფოში – “ეპიზოდი”
დიდი ბრიტანეთის ლეგენდარულმა პრემიერ-მინისტრმა – სერ უინსტონ ჩერჩილმა,თავის მიერ დაწერილ მემუარებში – “მეორე მსოფლიო ომი”,აღნიშნა რომ,როდესაც დიდმა ფრანგმა მხედართმთავრმა და საფრანგეთის მარშალმა პირველ მსოფლიო ომში – ფერდინანდ ფოშმა (1851-1929 წლები) გაიგო “ვერსალის სამშვიდობო ზავის” დადების შესახებ ინფორმაცია (1919 წელი),დანანებით წარმოთქვა: “ეს არ არის მშვიდობა,ეს მხოლოდ დაზავებაა სულ რაღაც 20 წლით”. და მართლაც ახდა ფოშის მიერ ნაწინასწარმეტყველები სიტყვები,რადგან 1939 წელს,ანუ ზუსტად 20 წლის შემდეგ მისი წინასწარმეტყველებიდან,დაიწყო მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიმღვრელი მეორე მსოფლიო ომი. (ავტორი გენია.ჯი)