“ბელგიური კაუჩუკის ჯოჯოხეთი”
აფრიკის კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში მდებარე თანამედროვე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ევროპელი კოლონიზატორები XIX საუკუნის დასასრულს გამოჩნდნენ და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო კონგოს მოსახლეობისათვის ნამდვილი ჯოჯოხეთი.ქვეყანა არაოფიციალურად ბელგიელთა კოლონიალური უღლის ქვეშ აღმოჩნდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ბელგიის მეფე – ლეოპოლდ II (1835-1909 წლები) კონგოს პირად საკუთრებად მიიჩნევდა.იმისათვის,რომ მას კოლონიურ ქვეყანაში “წესრიგი” დაეცვა და მაქსიმალურად გაეძარცვა იგი,ჩამოაყალიბა სპეციალური სადამსჯელო რაზმები,რომლებიც ხშირ შემთხვევებში მცირეოდენი დანაშაულისათვისაც კი მთელი სოფლის მოსახლეობას ანადგურებდნენ.ასეთი სადამსჯელო რაზმები ერთგვარი გასამხედროებული სტრუქტურა იყო და სახელად – “Force Publique” ანუ ”საზოგადოებრივი ძალები” ეწოდებოდა.როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა იმთავითვე მდიდარი იყო ისეთი ბუნებრივი მასალით,როგორიცაა – “კაუჩუკი” (თარგმანით აღნიშნავს – “ხის ცრემლებს”).ბელგიელ კოლონიზატორთა უმთავრეს სამიზნედაც სწორედ კაუჩუკი იქცა.კონგოს მოსახლეობის უმეტესობას კაუჩუკის პლანტაციებში უწევდა ძალდატანებითი მუშაობა.იმისათვის,რომ კოლონოზატორებს აემაღლებინათ კაუჩუკის მოპოვების მაჩვენებელი,პლანტაციებში დასაქმებული კონგოელი მოსახლეობის მიმართ შეიმუშავეს უსასტიკესი მეთოდები.ფაქტიურად,მათ შექმნეს საკონცენტრაციო სისტემის მქონე ბანაკები.იმ შემთხვევაში,თუკი რომელიმე კონგოელი მუშა დღის განმავლობაში ვერ შეასრულებდა გეგმას,მას ზედამხედველები ჰკვეთდნენ ხელს.შესაძლებელი იყო ასეთ შემთხვევაში იგი დაეხვრიტათ კიდეც.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ბელგიის კოლონიალური მთავრობა იმდენად დიდ სიძუნწეს იჩენდა,რომ თითოეულ გახარჯულ ტყვიასაც კი საგულდაგულოდ ითვლიდა.სწორედ ამიტომ ებრძანა “საზოგადოებრივი ძალების” მებრძოლებს,დაწესებული გეგმის შეუსრულებლობისათვის კაუჩუკის პლანტაციებში მომუშავე კონგოელისათვის იმის დასადასტურებლად,რომ ტყვია მართლაც დანიშნულებისამებრ იყო გამოყენებული,მოკლული მუშისათვის ხელი უნდა მოეკვეთათ და სპეციალური ორგანოებისათვის წარედგინათ.რაც მეტ მოკვეთილ ხელს წარადგენდნენ “საზოგადოებრივი ძალები”-ს მებრძოლები,მით მეტად იზრდებოდა მათი პრემიები.ამ ფაქტმა,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,კონგოში მოკვეთილი ხელებით ვაჭრობაც კი გამოიწვია.უამრავი თავზეხელაღებული კოლონიზატორი,შეიძლება თამამად ითქვას,რომ ნადირობდა მოკვეთილ ხელებზე.ბელგიელმა კოლონიზატორებმა,იმისათვის რომ რაც შეიძლება დიდი პრემიები მიეღოთ,დაიწყეს ცბიერი მეთოდების გამოყენება.კერძოდ,ისინი ხელებს ჰკვეთდნენ არა მხოლოდ პლანტაციებში მომუშავე კონგოელების ცხედრებს,არამედ იმ კონგოელებსაც კი,რომლებსაც შეხება არ ჰქონდათ კაუჩუკის პლანტაციებთან.”საზოგადოებრივი ძელები”-ს მებრძოლებმა ადამიანების მოკვეთილი ხელები ერთგვარ ვალუტად აქციეს და საკმაოდ დიდი შემოსავლებიც მიიღეს.გარდა პლანტაციებში მომუშავე კონგოელებისა,კაუჩუკის მოპოვება დავალებული ჰქონდა თითოეულ კონგოურ სოფელსაც.თუკი რომელიმე სოფლის მოსახლეობა დადგენილ გეგმას ვერ შეასრულებდა,ისინი სადამსჯელო რაზმების განადგურების შიშით თავს ესხმოდნენ და ანადგურებდნენ სხვა სოფლის მოსახლეობას,რათა სრულყოფილად შეესრულებინათ დაკისრებული გეგმა.კონგოში “კაუჩუკის” მოპოვების პიკი 1901-1903 წლებში დადგა და სწორედ ამ პერიოდში დაზარალდა ქვეყანა ყველაზე მეტად.აფრიკულ სახელმწიფოში ძალიან დაეცა ბავშვთა დაბადების მაჩვენებელი,დაიწყო შიმშილობა,გავრცელდა უამრავი ავადმყოფობა და სხვა.ორმოცი წლის მანძილზე,რაც კონგო ბელგიელების კოლონიური უღლის ქვეშ იმყოფებოდა,ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა შემცირებული იქნა 15%-ით (11,5 მილიონიდან – 10 მილიონამდე).”ბელგიური კაუჩუკის ჯოჯოხეთი”-ს უმთავრესი შემოქმედის ლეოპოლდ II-ს სინდისი კი,არასოდეს შეუწუხებია ასეულობით ათასი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილსა და დასახიჩრებას.1908 წელს კონგო ბელგიის ოფიციალურ კოლონიურ ქვეყნად იქცა. 1960 წლის 30 ივნისს კი – პატრის ლუმუმბას ხელმძღვანელობით კონგომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. (ავტორი გენია.ჯი)