Zeretzung – (ადამიანების ფსიქოლოგიური დემორალიზაციის უცნაური მეთოდი)
Zeretzung – წარმოადგენდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს”შტაზი”-ს მიერ შემუშავებულ ერთ-ერთ უსაშინლეს ფსიქოლოგიურ მეთოდს ადამიანების დემორალიზაციისა.აღნიშნული მეთოდი გამოიყენებოდა 1970-1980-იან წლებში გერმანელი დისიდენტების წინააღმდეგ.იმისათვის,რომ ესა თუ ის დისიდენტი გამოეთიშათ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან და მოეხდინათ მათზე სასტიკი ფსიქოლოგიური შეტევა,”შტაზი”-ს თანამშრომლები,რამდენჯერმე ფარულად შედიოდნენ მსხვერპლის ბინაში,რის შემდეგაც ავეჯს,სურათებს,ჭურჭელს და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს უცვლიდნენ ადგილმდებარეობას.საათის მაღვიძარებს აყენებდნენ ისეთ საათებზე,როდესაც ადამიანებს ღრმად სძინავთ.გარდა ამისა,მსხვერპლის სახლში ფარულად შესული “შტაზელები”,მაცივრებში აწყობდნენ ისეთ საკვებს,რომლითაც ოჯახის წევრები არასდროს იკვებებოდნენ.ხშირად რეკავდნენ ტელეფონზე და რა თქმა უნდა არ სცემდნენ პასუხს.მსხვერპლი როდესაც სახლში მივიდოდა და ნახავდა აბსოლუტურად შეცვლილ ინტერიერს,რაღა თქმა უნდა მათ აზრად არ მოსდიოდათ,რომ ასეთ საოცარ ფსიქოლოგიურ მეთოდს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის უსაფრთხოების სამინისტრო ანხორციელებდა.ისინი ყოველივეს საკუთარ ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესებას უკავშირებდნენ და ვარდებოდნენ დეპრესიებში.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ რიგ შემთხვევებში “შტაზი”-ს მიერ დამუშავებულმა ამ უცნაურმა და საშინელმა ადამიანების ფსიქიოლოგიური დემორალიზაციის მეთოდმა მათთვის სასურველი შედეგები მოიმკო.ზოგიერთმა დისიდენტმა ვერ გაუძლო “შტაზი”-ს დანერგილ ფსიქოლოგიურ შეტევას და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა,ზოგიერთი კი ჭკუიდან გადავიდა. (ავტორი გენია.ჯი)