მუსტაფა ქემალ ათათურქის მოსაზრებები…
1. “ომი არა მარტო ორი არმიის,არამედ ორი ერის დაპირისპირება და ბრძოლაა მთელი მათი არსით,ქონებით,მატერიალური და სულიერი ძალებით”.
2. “ამბობენ,სასმელი ადამიანის სასინჯი ქვააო.მე კი ვფიქრობ,რომ სასინჯი ქვა ბრძოლის ველია”.
3. “არ არსებობს დაცვის ხაზი,არსებობს დასაცავი ტერიტორია – ჩვენი სამშობლო.მშობლიური მიწის ერთი გოჯიც კი არ უნდა დათმოთ ისე,რომ სისხლით არ მორწყათ”.
4. “განა არსებობს მეტი ბედნიერება,ვიდრე იყო შენი ხალხის რიგითი შვილი?” (ავტორი გენია.ჯი)
5. “რეალისტი,პატიოსანი,ნამუსიანი ადამიანისათვის თანამდებობას,რაგინდ მაღალიც არ უნდა იყოს ის,არავითარი ფასი არა აქვს”.
6. “სამშობლო ის მიწაა,რომელიც ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის სამოთხედ უნდა ვაქციოთ.მკლავი,რომელსაც ხმალი უჭირავს,ადრე თუ გვიან დაიღლება და ხმალს ქარქაშში ჩააგებს,მაგრამ მარჯვენა,რომელსაც ხნული გაჰყავს,დღითი დღე უნდა გაძლიერდეს…”
7. “სრული დამოუკიდებლობა შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკური დამოუკიდებლობით”.
8. “მძინარე ერი ან კვდება,ან იღვიძებს როგორც მონა”. (ავტორი გენია.ჯი)
9. “ჩემმა ერმა უნდა შეისწავლოს დემოკრატიის პრინციპები,სამართლის უზენაესობა და მეცნიერება.ცრურწმენები კი საბოლოოდ უნდა გაქრეს”.
10. “თუკი ერთხელ მაინც ჩემი სიტყვები წინააღმდეგობაში მოვლიან მეცნიერებასთან – აირჩიეთ მეცნიერება”.