როგორ დასაჯა სპარტელმა დედამ – “სამშობლოს მოღალატე” შვილი?!
პავსანია (ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეები) – წარმოადგენდა სპარტელ იმ მხედართმთავრს,რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბერძენ-სპარსელთა ომში.იგი ხელმძღვანელობდა ბერძენთა არმიას პლატეის ბრძოლის დროს ძვ.წ.აღ-ით 479 წელს და მისმა გამარჯვებამ აღნიშნულ ბრძოლასა და მიკალესთან გამართულ სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში მცირე აზიაში მდებარე ბერძნული ქალაქები სპარსელებისაგან გაანთავისუფლა.პლატეას ბრძოლაში გამარჯვებას დიდმა გერმანელმა ისტორიკოსმა – ერნსტ კურციუსმა – “ელადის გადარჩენის დღე” უწოდა.სწორედ ამ გამარჯვებების შემდეგ მიანიჭეს მას ბერძენთა მოკავშირე არმიების მთავარსარდლის წოდება.ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა ასეთი გამარჯვებების შემოქმედი თუ ოდესმე გაყიდდა თავის სამშობლოს და მის დაუძინებელ მტერს სპარსებს მიეყიდებოდა.თუმცა როგორც ნათქვამია: “არასოდეს თქვა არასოდეს…”
როგორც ისტორიული წყაროები მოწმობენ,პავსანიამ სპარსებთან ფარული მოლაპარაკებების წარმოება ძვ.წ.აღ-ით 478 წელს დაიწყო.მტერთან მოლაპარაკების ერთადერთი მოტივი,სამშობლოს მოღალატისათვის პირადი გამორჩენა გახლდათ.საქმე მდგომარეობდა იმაში,რომ პავსანიას ტყვედ ჰყავდა აყვანილი სპარსეთის მეფის ქსერქსეს უახლოესი ნათესავები.მათი განთავისუფლების წინააღმდეგ გამოდიოდნენ მოკავშირეები,თუმცა მხედართმთავარმა ქსერქსესაგან რომ დიდი სარგებელი მიეღო,მისი ნათესავები ციხიდან გააქცია.ქვეშევრდომს კი სპარსეთის მეფესთან წერილი აახლა,სადაც იგი ამცნობდა,რომ თუკი ქსერქსე მის ქალიშვილს მიათხოვებდა,პავსანია მზად იყო სპარტაცა და სრულიად საბერძნეთიც ქსერქსესათვის დაექვემდებარებინა.თუკი ქსერქსე მის წინადადებას დათანხმდებოდა ის მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა თავისი პირობების შესასრულებლად.გარდა ამისა,პავსანია ამცნობდა,რომ სპარსთა მეფეს მასზე ერთგული მოკავშირე საბერძნეთში არ ეყოლებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ამასთანავე ითხოვდა,რომ მასთან დასაკავშირებლად ძალიან სანდო პირი გამოეძებნა.
მას შემდეგ,რაც ქსერქსე პავსანიას წერილს გაეცნო,აღფრთოვანდა და უკვე იმედდაკარგულმა იმით,რომ საბეძნეთს,ამ უნიკალური კულტურის მქონე ქვეყანას ხელში ვეღარასოდეს ჩაიგდებდა,კვლავაც აღეძრა მისი დაპყრობისა და მარცხისაგან გამოწვეული შურისძიების წყურვილი.შესაბამისად,სპასების მეფემაც მოკავშირეთა მხედართმთავარს საპასუხი წერილი გაუგზავნა,სადაც მადლობას უხდიდა ნათესავების განთავისუფლებისათვის და შემდგომი მოლაპარაკებების საწარმოებლად თავისი ნდობით აღჭურვილი პირი,სპარსი მხედართმთავარი და სატრაპი ფრიგიისა – არტაბაზ I დაუსახელა. და დაიწყო კიდეც მათ შორის საიდუმლო მოლაპარაკებების წარმოება,რომელიც მოკავშირეებს მხედველობიდან არ გამორჩენიათ.
თანამედროვე ისტორიკოსთა ერთი ნაწილი ეჭვობს,რომ პავსანია სპარსელებთან მოლაპარაკებებს სპარტელი პოლიტიკური ელიტის თანხმობის გარეშე ვერ გაბედავდა და ვერც ასეთ რისკზე ვერ წავიდოდა,თუმცა ამ აზრს არ იზიარებდა და აფიქსირებდა უძველესი ძველბერძენი ისტორიკოსები,რომლებიც პავსანიაში – “ტიპიური გამცემისა და მოღალატის” მეტს ვერაფერს ხედავდნენ.მას შემდეგ,რაც პავსანია სპარტაში დაბრუნდა,იგი უმალვე იქნა დაკავებული,თუმცა სპარტულმა სასამართლომ უტყუარი სამხილების არქონის გამო გაანთავისუფლა.მიუხედავად ამისა,მასზე თვალყურის დევნება ერთი წუთითაც კი არ შეწყვეტილა.თუკიდიდეს ცნობების თანახმად,თავისუფლებაში მყოფმა სამშობლოს მოღალატე პავსანიამ,კვლავაც განაგრძო სპარსელებთან ფარული მიმოწერა.სპარტელებმა თვალყურის დევნებისას შენიშნეს,რომ ვინც კი პავსანიამ სპარსეთში გაგზავნა უკან არავინ დაბრუნებულა.პავსანიას მომდევნო კურიერმა სახელად – არგილიუსმა გახსნა მისი წერილი და შეიტყო-რა პავსანიას ზრახვები და ისც,რომ მას სპარსეთში უეჭველი მოკლავდნენ,უმალვე ეფორებთან გაიქცა და მათ გადასცა მოღალატის მიერ სპარსებთან გაზავნილი წერილი.აღნიშნული წერილი კი პავსანიას წინააღმდეგ უტყუარი მტკიცებულება გახლდათ.ეფორებმა მას მახე დაუგეს… მათ უბრძანეს კურიერს პავსანია ტაძარში მიეხმო,თვითონ კი იქვე ახლოს დაიმალნენ.კურიერისაგან შესაძლო დასმენისა და გამომჟღავნების შიშით,პავსანია ტაძარში მივიდა და არგილიუსს იმ შემთხვევაში თუკი წერილს სპარსებს ჩაუტანდა სრულ უსაფრთხოებას,უამრავ სიმდიდრესა და პრივილეგიებს დაპირდა.ეფორებს თავიანთი ყურით ესმოდათ მოღალატის სიტყვები და გასცეს კიდეც მისი დაკავების ბრძანება.მაგრამ მან გაქცევა მოახერხა და ათენში მდებარე მედნოდომნოს ტაძარს შეაფარა თავი (როგორც დადგენილი წესი იყო,ტაძარში რაოდენ დიდი დანაშაულიც არ უნდა ჰქონოდა ჩადენილი ადამიანს არავინ ეკარებოდა).იგი ტაძტრიდან ცოცხალი თავით გარეთ არ გამოდიოდა.ეფორებისვე ბრძანებით ტაძარს სახურავი იმისათვის მოხსნეს,რომ მისთვის თვალ-ყური ზემოდან ედევნებინათ.კორნელიუს ნეპოტუსისა და დიოდორე სიცილიელის ცნობების თანახმად,იმ პერიოდში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო პავსანიას მოხუცი და ავადმყოფი დედა.გაიგო-რა მან შვილის მიერ ჩადენილი სამშობლოს ღალატის შესახებ ინფორმაცია,ლოგინად ჩავარდნილი ქალი საწოლიდან წამოიჭრა და იმ ტაძრისაკენ გაემართა,სადაც მისი ვაჟი აფარებდა თავს.მოხუცსა და ავამყოფ დედას გზა ყველა სპარტელმა დაუთმო… და როდესაც იგი ტაძრის კარებთან მივიდა,მცირეოდენი ხნით გაქვავებული სახით მდუმარედ იდგა.შემდგომ ტაძარს გასცილდა და იქვე სიახლოვეს დაგდებული ქვა აიღო და პირველმა დადო ტაძრის კარებში,რაც იმისი ნიშანი იყო,რომ “სამშობლოს მოღალატე” – პავსანია,ტაძარშივე ცოცხლად უნდა ამოექოლათ.მალევე მას მხარი სხვა სპარტელებმაც აუბეს და ტაძრის ყველა კარი და ფანჯარა საგულდაგულოდ ამოქოლეს.ეს კი პავსანიას შიმშილითა და წყურვილით უტყუარი დაღუპვის მომასწავებელი იყო.რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ,მომაკვდავი გამცემი ტაძრიდან გამოიყვანეს,თუმცა მალევე მოკვდა… ასე დასაჯა სპარტელმა დედამ და სპარტელებმა თავიანთი მოღალატე სისხლი და ხორცი… (ავტორი გენია.ჯი)