იოსებ სტალინი – “ეპიზოდი”
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,საბჭოთა იმპერიის გენსეკი – იოსებ სტალინი თუთუნს ყოველთვის ჩიბუხით ეწეოდა და რადგან სანთებელათი ჩიბუხზე მოკიდება რთული პროცედურა იყო,ამისათვის იგი ყოველთვის ასანთს იყენებდა.თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო,რომ სტალინი მეტად უკმაყოფილო იყო საბჭოთა ასანთის ხარისხით.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ერთ დღეს მან თავის კაბინეტში ქვეყანაში არსებული ასანთის მწარმოებელი ქარხნების ყველა დირექტორი დაიბარა.მას შემდეგ,რაც ისინი გენსეკის კაბინეტში შევიდნენ,სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა.სტალინმა,მისალმების შემდეგ ჩიბუხი თუთუნით შეაკეთა და იქვე მაგიდაზე დადებული ასანთის კოლოფიდან ერთი ასანთის ღერი ამოიღო,გაჰკრა,თუმცა უშედეგოდ.ასეთი პროცედურა სტალინმა რამდენჯერმე გაიმეორა და ყოველი ცდა ჩიბუხისათვის ცეცხლი მოეკიდებინა,ასანთის უხარისხობის გამო უშედეგოდ სრულდებოდა.ბელადმა მდუმარედ მჯდომ ასანთის ქარხნების დირექტორებს ცინიკურად გადახედა და ჰკითხა:
- ასეა,ამხანაგო ხელმძღვანელებო! შეკითხვები გაქვთ?
- არა, – იყო პასუხი.
- მაშ,რაკი შეკითხვები არა გაქვთ,შეგიძლიათ მიბრძანდეთ…
ამ ფაქტის შემდეგ,უმალვე დაფაცურდნენ ასანთის მწარმოებელი ქარხნების დირექტორები და იმისათვის,რომ ხარისხიანი ასანთი ეწარმოებინათ,საქმეში ჩართეს ქიმიკოსები,რომლებმაც შეიმუშავეს კიდეც ერთ-ერთი საუკეთესო ხარისხის მქონე ასანთის ნიმუშები… (ავტორი გენია.ჯი)