“მთვარის დალაშქვრაზე დადებული ფსონი”
NASA-ს ამერიკელი ასტრონავტების ნილ ამსტრონგის,მაიკლ კოლინზისა და ედვინ ოლდრინის მიერ 1969 წლის 19 ივლისს,”აპოლო 11″-ით მთვარეზე დაშვება მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა გახლდათ.მთვარეზე ადამიანის ფეხის დადგმამდე ათი წლით ადრე,ალბათ ერთეულები თუ წარმოიდგენდა,რომ ასეთი მისია შესრულებადი იქნებოდა.სწორედ იმ ერთეულებს შორის იყო ბრიტანეთის მოქალაქე – დევიდ ტრელფოლი.მან 1960 წელს ერთ-ერთ ბუკმეიკერულ კანტორაში 10 გირვანქა-სტერლინგის ფსონი გააკეთა იმაზე,რომ შემდგომი ათი წლის მანძილზე ადამიანი მთვარეზე გაფრინდებოდა.ცნობილია,რომ იმ პერიოდში ბრიტანელთა საშუალო თვიური ხელფასი 30-40 გირვანქა-სტერლინგი იყო და შესაბამისად დევიდის მიერ დადებული ათი გირვანქა-სტერლინგი არც თუ ისე ცოტა ფული გახლდათ.აღნიშნული ფსონის კოეფიციენტი კი – 1/1000-ზე იყო.ფსონის დადებიდან ცხრა წელიწადში მართლაც გაფრინდა ადამიანი მთვარეზე და დევიდმაც საკმაოდ სერიოზული თანხა – 1000 გირვანქა-სტერლინგი მოიგო.აღფრთოვანებულმა გამარჯვებულმა,როგორც კი მოგებული თანხა აიღო,უმალვე ძვირადღირებული სპორტული ავტომობილი შეიძინა.თუმცა,ბედის ირონიით,სულ რაღაც ერთ წელიწადში – დევიდ ტრელფოლი,სწორედ მოგებული თანხით ნაყიდი ავტომობილით მოყვა საშინელ ავარიაში და დაიღუპა… (ავტორი გენია.ჯი)