რაიმონდ კარვერი
რაიმონდ კარვერი - დაიბადა 1938 წლის 25 მაისს,კლეტსკენში (ორეგონის შტატი – ამერიკა).იგი წარმოადგენდა იმ დიდ ამერიკელ პოეტსა და ნოველისტს,რომელიც დღემდე აღიარებულია,XX საუკუნის მეორე ნახევრის,საუკეთესო ინგლისურენოვან ოსტატად – მოკლე პროზისა.რაიმონდის მამა ხის სახერხში მუშაობდა და როგორც ცნობილია ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული.დედა კი ერთ-ერთ ბარში მიმტანად მუშაობდა.18 წლის ასაკში დაქორწინდა და აღსანიშნავია ის,რომ ამ პერიოდის მანძილზე მან მრავალი რთული პროფესიით იმუშავა.1959 წელს ჩააბარა სამწერლო კურსებზე,რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი ამერიკელი მწერალი ჯონ გარდნერი. (ავტორი გენია.ჯი) ხოლო შემდგომში სწავლა განაგრძო კალიფორნიაში მდებარე ჰუმბოლტის უნივერსიტეტში და მოგვიანებით კი აიოვაში მდებარე უნივერსიტეტში.სამწერლო ასპარეზზე რაიმონდი 1961 წელს გამოჩნდა მას შემდეგ,რაც გამოაქვეყნა პირველი თხზულება “ამაზრზენი ამინდი”.პირველი ლექსები და პროზაული ნაწარმოებები კი გამოქვეყნებულ იქნა 1970-1980-იან წლებში.იმისათვის,რომ ოჯახი ერჩინა არ თაკილობდა არანაირ რთულ სამუშაოს.მიუხედავად ამისა იგი აქტიურად იყო ჩართული ლიტერატურულ მოღვაწეობაში.მოგვიანებით რაიმონდი ალკოჰოლიზმით დაავადდა და არაერთხელ მოუწია მისგან განკურნება. (ავტორი გენია.ჯი) საკუთარ თავს იგი – ჰემინგუეის,ფოლკნერისა და ჩეხოვის მემკვიდრედ მიიჩნევდა და მანვე შესძლო მინიმალიზმამდე დაეყვანა თხრობა,მის მიერ დაწერილი ამა თუ იმ ნაწარმოებისა.რაიმონდს დღემდე მიიჩნევენ “ჭუჭყიანი რეალიზმის” სკოლის უდიდეს წარმომადგენლად.1970 წელს აქვეყნებს ლექსების კრებულს “ზამთრის უძილობა”,1986 წელს “ულტრამარინი”,1988 წელს მოთხრობას “სპილო”,1983 წელს ნოველას “ტაძარი”,რომელმა მას უდიდესი ლიტერატურული ჯილდო “პულიცერის პრემია” მოუტანა.გარდა ამ პრემიისა,იგი მფლობელია “ო’ჰენრის” ლიტერატურული პრემიისაც.რაიმონდის თხზულებების ბაზაზე 1993 წელს შეიქმნა ფილმი სახელწოდებით “მოკლე მონტაჟი”.მანამდე კი 1977 წელს ალკოჰოლიზმიდან გამომდინარე მიიღო უმძიმესი ტვინის კომა,რის სემდეგაც საბოლოოდ შეეშვა ალკოჰოლის მიღებას. (ავტორი გენია.ჯი) რაიმონდ კარვერი გარდაიცვალა 1988 წლის 2 აგვისტოს ვაშინგტონში.მისი შემოქმედება კი თარგმნილ იქნა მრავალ უცხო ენაზე.მათ შორის უდიდესმა იაპონელმა მწერალმა და მთარგმნელმა ჰარუკი მურამაკიმ რაიმონდის შემოქმედება იაპონურ ენაზეც თარგმნა.