პუპუტანი – (მასობრივი სუიციდი)
პუპუტანი – წარმოადგენს მცირე ზონდის კუნძულების ჯგუფში შემავალი ბალის კუნძულის (ინდონეზია) მოსახლეობის ტერმინს და ითარგმნება,როგორც - “ბრძოლა სიკვდილისათვის”.იგი ფაქტობრივად თვის თავში მოიცავს მასობრივ სუიციდს,რომელიც ტარდება რიტუალური ცერემონიის თანხლებით.ბალის მოსახლეობა – “პუპუტანს” იმ შემხვევაში მიმართავდა,თუკი ისინი მარცხისა და სირცხვილისათვის იყვნენ განწირულები.კუნძულის ისტორიაში არაერთი პუპუტანის აქტი არის დაფიქსირებული,თუმცა მათ შორის ყველაზე ნიშანდობლივი და საყურადღებო მასობრივი სუიციდი,ბალის კუნძულის მაცხოვრებლების მიერ ჩადენილ იქნა 1906 წლის 14 სექტემბერს.ეს ის პერიოდია,როდესაც ბალის სამეფოში ნიდერლანდელი კოლონიზატორები შეიჭრნენ.მათი შეჭრის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენდა ოპიუმის სავაჭრო გზის კონტროლის ხელში აღება. (ავტორი გენია.ჯი) ნიდერლანდელების მონოპოლიას კი წინ აღუდგა ადგილობრივი მოსახლეობა.მას შემდეგ,რაც ქალაქ დენპასარში ნიდერლანდური არმია ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შევიდა,ისინი გახდნენ მათთვის მეტად უჩვეულო და გამაოგნებელი ფაქტის მოწმენი.კერძოდ,ადგილობრივი რაჯის სასახლესთან მისვლისას კარიბჭიდან შემოესმათ დაფდაფების ხმა,რასაც თან მოჰყვა თეთრ ტანისამოსებში ჩაცმული და უამრავი ოქროს სამკაულებით აღჭურვილი ადამიანების პროცესიის გამოსვლა.როდესაც დაფდაფების ხმა შეწყდა,სამარისებული სიჩუმის ფონზე,რიტუალის მონაწილეები ნიდერლანდელი ჯარისკაცების წინ გაჩერდნენ.მოულოდნელად,მთავარმა ქურუმმა დაშნა იშიშვლა და პირდაპირ გულში ჩაიცა – ეს კი “პუპუტანის” რიტუალის დასაწყისის მანიშნებელი სიმბოლო იყო. და დაიწყო კიდეც მასობრივი სუიციდის აქტები.აქვე მინდა ავღნიშნო,რომ დენპასარის მაცხოვრებლებისაგან დაკომპლექტებული სუიციდიალური ჯგუფის წევრები,სანამ სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდნენ,ის ოქრო,რაც თან ჰქონდათ,მტრისადმი სიძულვილით აღვსილები ესროდნენ დამპყრობლებს.ამ უსაშინლეს მასობრივ სუიციდს 1000 დენპასარელი ემსხვერპლა.გარდა აღნიშნული “პუპუტანისა”,კუნძულ ბალიზე კიდევ იქნა დაფიქსირებული ანალოგიური შემთხვევა,თუმცა არა ასეთი მასიური სახით.კარანგასემელმა რაჯამ,ნიდერლანდელი კოლონიზატორების წინადადება არ მიიღო,რასაც კუნძულზე მასობრივი არეულობების დაწყება მოყვა.იმისათვის,რომ კუნძულზე წესრიგი დაემყარებინათ,ნიდერლანდების ხელისუფლებამ გაგზავნა ჯარი.შეტაკებებში ასი ადგილობრივი მაცხოვრებელი დაიღუპა,ხოლო რაჯა იძულებული გახდა გაქცეულიყო. 1908 წლის 18 აპრილს უკანასკნელი ბრძოლისას კლუნგუნგას მმართველმა – დევა აკუნგ ჯამბამ, 200 თანამებრძოლთან ერთად მიიღო გასაოცარი გადაწყვეტილება.ისინი შეიმოსნენ იმ თეთრ ტანისამოსებში,რომლითაც კუნძულის მაცხოვრებლები იმოსებოდნენ სიკვდილის წინ.შეიარაღდნენ ეროვნული დაშნა-კერისებით და როდესაც ნიდერლანდელი ჯარისკაცებისაკენ დაიძრნენ ყველა მათგანი დახვრეტილ იქნა.როგორც კი ისინი დახვრიტეს,კლუნგუნგას მმართველის ექვსივე ცოლმა თავიანთი დაშნა-კერისებით “პუპუტანი”-ს აქტი ჩაიდინა.მათ მაგალითს კი მრავალმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმაც მიბაძა.ამის შემდგომ ნიდერლანდელებმა გადაწვეს სასახლე და სრული კონტროლი დაამყარეს კუნძულზე.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ინდონეზიელი ხალხი დღემდე მიაგებს პატივს იმ ადამიანთა ხსოვნას,რომელთაც დამპყრობლებს აჩვენეს უმაგალითო თავგანწირვისა და თვითშეწირვის აქტი.კუნძულ ბალიზე კი,ამ მოვლენებისადმი მიძღვნილი მრავალი ქანდაკებაა აღმართული. (ავტორი გენია.ჯი)