გაიუს სალუსტიუს კრისპუსის მოსაზრებები…

“მეფეები და იმპერატორები მშვიდობის დროსაც ისეთივე თავგამოდებით რომ იღწვოდნენ,როგორც ომში,მაშინ ადამიანთა ყოფა უფრო გაწონასწორებული და მყარი იქნებოდა”.

* * *

“ძლაუფლების შენარჩუნება იმ გზით უფრო ადვილია,რომლითაც ის თავიდან მოიპოვეს”.

* * *

“მიმაჩნია,რომ ჭეშმარიტი ცხოვრებით მხოლოდ ის ცხოვრობს და სულსაც აამებს,ვინც რაიმე საქმისათვის თავდადებული,დიდებას ბრწყინვალე ქმედებებსა და ცხოვრების კეთილშობილურ წესში ეძიებს”. (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ძალაუფლება ვინც უმართებულოდ მოიპოვა,არც უსაფრთხოდ იგრძნობს თავს და არც სათანადოდ იქნება დაფასებული.ვინაიდან სამშობლოსა და ახლობლების ძალის გამოყენებით მართვა,მაშინაც კი,თუ ამ გზით ამას ახერხებ და აღმოფხვრი უკანონობას,მაინც შეუფერებელია,განსაკუთრებით იმიტომ,რომ ყველა გადატრიალებას სისხლისღვრა,გადასახლება და ომის სხვა საშინელებები მოაქვს.ხოლო ამაოდ ეცადო და დამქანცავი ძალისხმევის შედეგად სიძულვილის გარდა ვერაფერს ეღირსო,უდიდესი სიგიჟეა”.

* * *

“ახალი ადამიანებიც” კი,რომლებიც უწინ,ჩვეულებრივ,სიქველით სჯობნიდნენ ხოლმე წარჩინებულთ,ახლა მალულად და ხრიკებით უფრო ესწრაფვიან ძალაუფლებისა და პატივის მოპოვებას,ვიდრე ღირსებით”.

* * *

“ვიცი,რაოდენ ძნელი და საჩორითოა,რჩევა მისცე მეფეს ან მთავარსარდალს,საერთოდ ნებისმიერ მოკვდავს,ვისაც უმაღლესი ძალაუფლება უპყრია,რადგან მართალია,მათ მრჩევლები გარს მრავლად ახვევიათ,მაინც არავინ არის საკმარისად ჭკვიანი და საკმარისად გამჭრიახი,რომ მომავალი განჭვრიტოს”.

* * *

“სადაც სიმდიდრე პატივშია,იქ არაფრად აგდებენ კარგ თვისებებს”.

* * *

“გზა,რომელიც სიქველემდე მიდის,ერთადერთია და ძნელადსავალი,ფულისკენ,ვისაც როგორ უნდა,ისე მიისწრაფვის.მას როგორც ცუდი,ისე კარგი საქმეებით შოულობენ”.

* * *

“მამაცი ადამიანისათვის ძნელი არ არის მტერი პირისპირ დაჯაბნოს,პატიოსანი კაცისათვის იოლია არ შეუქმნას სხვას ფარული საფრთხე და არც თავად დაიხსნას თავი ასეთი საფრთხისაგან”.

* * *

“მივხვდი,რომ ყველა სამეფო,სამოქალაქო საზოგადოება თუ ერი თავიანთ ბედნიერ მმართველობას ინარჩუნებდა მანამდე,სანამ გონივრული რჩევებით ხელმძღვანელობდა.ყველგან,სადაც კი გავლენამ,შიშმა და სიამოვნებამ ისინი გახრწნა,მათი ძალა თანდათან შემცირდა,დამოუკიდებლობა დაკარგეს და ბოლოს მონებად იქცნენ”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>