“შურისმაძიებელი ანდერძი”
როგორც წესი,ადამიანთა უმრავლესობა გარდაცვალების წინ ან თავად წერს “ანდერძს”,ან კიდევ უახლოეს ადამიანებს კარნახობს და ისინი იწერენ.არსებობს ისეთი სახის ანდერძები,რომლებიც დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს,ამის თვალსაჩინო მაგალითი ალფრედ ნობელის მიერ დატოვებული ანდერძია,რომლის თანახმადაც დაფუძნდა კიდეც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო მსოფლიოში – “ნობელის პრემია”.გარდა ასეთი სახის ანდერძებისა,არსებობს ძალიან მოკლე შინაარსის მქონე ანდერძებიც,მაგალითად ისეთი,როგორიც დატოვა გერმანელმა – კარლ ტაუშმა: “ყველაფერი – ჩემს მეუღლეს!” რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,მოიპოვება უხამსი სიტყვების შემცველი ანდერძებიც,მაგალითად ისეთი,როგორიც დატოვა ერთ-ერთმა ფრანგმა მეწაღემ,რომლის მიერ დაწერილ ანდერძში გამოყენებული 123 სიტყვიდან – 94 უხამსი სიტყვაა… თუმცა ის ანდერძი,რომელიც 1960 წელს დაწერა ინგლისელმა – სამუელ ბრატმა,აღიარებულ იქნა ერთ-ერთ ყველაზე შურისმაძიებელ ანდერძად ისტორიაში.საქმე იმაში გახლდათ,რომ სამუელი სიგარების ერთობ დიდი მოყვარული იყო.მის მეუღლეს კი,რომელიც თამბაქოს არ ეწეოდა,სიგარის კვამლი ძალიან აღიზიანებდა და ამის გამო,მათ შორის არაერთი ოჯახური კონფლიქტიც მომხდარა.სიკვდილის წინ,ბრატმა შეადგინა ანდერძი,სადაც განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას,რომ ის 330 000 ფუნტი-სტერლინგი (იმ პერიოდისათვის უზარმაზარი თანხა),რომელიც მის პირად ანგარიშზე ირიცხებოდა,იმ შემთხვევაში გადაეცემოდა სამუელის ქვრივს,თუკი იგი ყოველდღიურად 5 სიგარას მოსწევდა.როგორ განვითარდა ამის შემდეგ მოვლენები,სამწუხაროდ ჩვენთვის უცნობია,თუმცა ფაქტია,რომ სამუელმა საკმაოდ ორიგინალური მეთოდით იძია შური საკუთარ მეუღლეზე… (ავტორი გენია.ჯი)