მარკუს პორციუს კატონის (უმცროსი) შესახებ…
მარკუს პორციუს კატონი „უმცროსი” (ძვ.წ.აღ-ით 95-46 წლები) – წარმოადგენდა იმ შესანიშნავ რომაელ პოლიტიკურ მოღვაწეს, ლეგატს (ელჩს), სამხედრო ტრიბუნს, პრეტორსა და მარკუს პორციუს კატონის (უფროსი) შვილთაშვილს, ძველი რომაელები თვით გაიუს იულიუს კეისარსაც რომ ადარებდნენ.ქვემოთ განთავსებულ ისტორიულ დოკუმენტში წარმოდგენილი კატონისა და იულიუსის შედარება კი ნათლად გვიხატავს ამ გენიალური ადამიანის საოცარ თვისებებს:
„ამრიგად, წარმოშობით, ასაკით, მჭერმეტყველების ნიჭით თითქმის თანასწორნი იყვნენ, სულის სიდიადით, ისევე როგორც სახელით – ერთმანეთის მსგავსნი, მაგრამ თითოეული თავისებურად. კეისარს მისი სიკეთისა და სიუხვის გამო მიიჩნევდნენ დიადად, კატონს კი – ცხოვრების უმწიკვლო წესის, პირველი ლმობიერებითა და გულმოწყალებით იყო სახელგანთქმული, მეორეს სიმკაცრე მატებდა ღირსებას. კეისარმა გაცემით, დახმარებით, შეწყალებით მიაღწია დიდებას, კატონმა – თავისი შეუვალობით. პირველი უბედურთა ნავთსაყუდელი იყო, მეორე – ბოროტთა რისხვა. პირველს შემწყნარებლობას უქებდნენ, მეორეს – სიმტკიცეს. დაბოლოს, კეისარს წესად ჰქონდა ეშრომა, ეფხიზლა, მეგობართა საქმეებზე ზრუნვაში საკუთარი დაევიწყებინა, არაფერზე ეთქვა უარი, რისი გაჩუქებაც შეიძლებოდა. თავად უმაღლესი სარდლობა, ჯარი, ახალი ომი სწადდა, სადაც მისი სიქველე გაიბრწყინებდა. კატონი კი ზომიერებას, ზნეობრივ სიმაღლეს ესწრაფოდა, მაგრამ ყველაზე მეტად სიმკაცრით გამოირჩეოდა. არ ეტოქებოდა მდიდარს სიმდიდრით, ძალაუფლებისმოყვარეს – ძალაუფლებით; ის მამაცს ეჯიბრებოდა გამბედაობაში, თავმდაბალს – სინდისიერებაში, უანგაროს – თავშეკავებაში. თავის გამოჩენას ერჩივნა სინამდვილეში ყოფილიყო კარგი. ამგვარად, რაც უფრო ნაკლებად ესწრაფოდა დიდებას, დიდება მით უფრო სდევდა მას”. (ავტორი გენია.ჯი)