მესტრიუს პლუტარქე წერდა…
“ვინც ჭეშმარიტ ბედნიერებას ესწრაფვის, მისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს მშობლიური ადგილის უსახელობასა და სიმცირეს და ასევე – არც გამჩენი დედის, ვთქვათ, უსახურობასა და ტანსიჩიავეს. სასაცილო იქნებოდა, ვინმეს ეფიქრა, პატარა კუნძულის, კეოსის, უმცირესი ნაწილი იულისი ანდა ეგინა, რომელსაც ერთი ატიკელი პირევსის (ათენის ნავსადგური – თანამედროვე პირეოსი) ხორცმეტად მიიჩნევდა და მის მოკვეთას მოითხოვდა, თითქოს მხოლოდ კარგ მსახიობებსა და პოეტებს ზრდიდნენ, ხოლო სამარათლიანი, თავშეკავებული, გონიერი და დიდსულოვანი ვაჟკაცის წარმოშობა არ ძალუძდეთ. სრულიად შესაძლებელია, შემოსავლის მაძიებელი ყოველი ხელოვნება უსახელო და მცირე ქალაქებში დაჭკნეს, მაგრამ კეთილი ბუნებითა და შრომისმოყვარე სულით გაჟღენთილი სრულყოფილება ყოველ ადგილას გაიდგამს ფესვებს, ვით ღონიერი, ძირმაგარი მცენარე. და აი, ჩვენც, თუ წესისამებრ აზროვნებასა და ცხოვრების ნირს გაგავიმრუდებთ, სამართლიანი იქნება, ეს სამშობლოს სიმცირეს კი არა, საკუთარ თავს დავაბრალოთ”. (ავტორი გენია.ჯი)