ლევ ტოლსტოის მიერ გახსნილი “უცნაური შიდაგანაწესის” მქონე სკოლა…
გამოჩენილმა რუსმა მწერალმა და ავტორმა ისეთი გახმაურებული რომანისა,როგორიცაა – “ომი და მშვიდობა” – ლევ ტოლსტოიმ (1828-1910 წლები),მშობლიურ სოფელ იასნაია-პოლიანაში ადგილობრივი გლეხებისა და ზოგადად ღარიბი ოჯახის შვილებისათვის 1859 წელს გახსნა თავისივე სახელობის მეტად უცნაური შიდაგანაწესის მქონე სკოლა.როგორც ცნობილია,ტოლსტოი მიიჩნევდა,რომ განათლების მიღება ბავშვებისათვის განსაკუთრებული სიამოვნების მომტანი უნდა ყოფილიყო და არა ისეთი ძალდატანებითი,როგორც იმ პერიოდში იყო დანერგილი და გავრცელებული რუსეთის იმპერიის საგანმანათლებლო დაწესებულებებში.”არ შეიძლება განათლების ძალადობრივი მეთოდების გზით მიღება.იგი მოსწავლეებმა უნდა მიიღონ მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნებისა და განცხრომის გზით”.ზემოაღნიშნულ სკოლაში,ტოლსტოის გარდა კიდევ ოთხი პედაგოგი მოღვაწეობდა.მათ მითითებული ჰქონდათ,რომ ბავშვების ფსიქიკასა და გონებაზე დამთრგუნველად არ ემოქმედათ და ჩაეტარებინათ ისეთი მაღალპროფესიონალური გაკვეთილები,რომლებიც მოსწავლეების მაქსიმალურ დაინტერესებას გამოიწვევდა.აღსანიშნავია ისიც,რომ ამ უცნაური სკოლის მოსწავლეები თავად წყვეტდნენ ისეთი საგნების მქონე გაკვეთილებს დასწრებოდნენ,რომლებიც განსაკუთრებით იყვნენ დაინტერესებული.გარდა ამისა,მათ შეეძლოთ გაკვეთილებზე მისულიყვნენ,ან გაკვეთილებიდან წასულიყვნენ ისეთ დროს,როდესაც ეს მათ მოესურვებოდათ. (ავტორი გენია.ჯი)