ლილია ბრიკი – “ეპიზოდი”

საქართველოში დაბადებული გამოჩენილი რუსი პოეტის,დრამატურგისა და რუსული ფუტურიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის – ვლადიმერ მაიაკოვსკის (1893-1930 წლები) საყვარელმა მეუღლემ და შემოქმედებითმა მუზამ – ლილია ბრიკმა,რომელიც თავის მხრივ დიდი ფრანგი მწერალი ქალის – ელზა ტრიოლეს უფროსი და იყო,ქმრის მიერ თვითმკვლელობის ჩადენიდან რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ თავის დღიურში ასეთი სახის ჩანაწერი გააკეთა: “დამესიზმრა – თითქოს ვლადიმერს იმის გამო ვეჩხუბებოდი,რომ მან თავი მოიკლა.ის კი იცინოდა.შემდეგ,მან ხელში რევოლვერი ჩამიდო და მითხრა: “ყველა შემთხვევაში,შენც ამას გააკეთებ!” გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ,მაიაკოვსკის მეუღლის სიზმარი ახდა,თუმცა იმ განსხვავებით,რომ მას სუიციდი იარაღის გამოყენებით არ ჩაუდენია. 1978 წლის 4 აგვისტოს ლილია ბრიკმა,პერედელნიკოს აგარაკზე საძილე აბების გადამეტებული დოზის მიღების შედეგად,მეუღლის მსგავსად,სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>