ცხოველების მოყვარული – ვილჰელმ რიხარდ ვაგნერი…
გენიალური გერმანელი საოპერო კომპოზიტორი,დირიჟორი და ფილოსოფოსი – ვილჰელმ რიხარდ ვაგნერი (1813-1883 წლები),ცოტამ თუ იცის,რომ ცხოველების დიდი მოყვარული გახლდათ.განსაკუთრებით უყვარდა ადამიანების ყველაზე ერთგული არსებები – ძაღლები და მთელი ცხოვრების განმავლობაში გვერდიდან თითქმის არც კი მოუცილებია ისინი.აღსანიშნავია ისიც,რომ ვაგნერი არა მარტო თავის პირად ოთხფეხა მეგობრებს უფრთხილდებოდა,არამედ ქუჩის ძაღლებსაც კი არ აკლებდა ყურადღებას და ხშირად კვებავდა მათ.გარდა ძაღლებისა,მას სახლში კიდევ ერთი “მეგობარი”,თუთიყუში,სახელად “პაპო”-ც ჰყავდა,რომელსაც რიხარდი – “სახლის კეთილ სულად” მოიხსენიებდა.თუმცა,იგი მაინც ყველაზე მეტად ძაღლების მოყვარული იყო და წერდა კიდეც: “მე მათ უბრალოდ ვაღმერთებ.ოდესღაც მყავდა ლეონბერგერის ჯიშის ძაღლი,რომელსაც – ფეპსი ერქვა.ვფიქრობ,რომ მას ძალიან კარგი მუსიკალური სმენა ჰქონდა,რადგან როდესაც პილიგრიმების გუნდისათვის განკუთვნილ “ტაინჰეიზერს” ვუკრავდი,იგი ამყვებოდა ხოლმე და ყმუოდა”.ვაგნერის დიდ მოწონებას იმსახურებდა ნიუფაულენდის ჯიშის ძაღლები და მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი,სახელად – რუსი,ძალიან დიდხანსაც ბინადრობდა გერმანელი კომპოზიტორის სახლში.ცხოველების მოყვარული – რიხარდი,”ანტისემიტი”,დედისა და რიგით პირველი მეუღლის (წარმომავლობით ებრაელის) – მინა პლანერის გარდაცვალების შემდეგ გახდა.აღსანიშნავი და საინტერესოა ის გარემოება,რომ ვაგნერმა თავისი გარდაცვლილი მეუღლის გვერდით,სწორედ მისი საყვარელი ოთხფეხა მეგობარი – რუსი დაასაფლავა.ერთ დღეს,თავის დღიურში ჩაწერა: “მე ვიყავი სასაფლაოზე და მოვინახულე ჩემი საყვარელი ძაღლის საფლავი”.ალბათ ამ ჩანაწერში არაფერი იქნებოდა გასაკვრი,რომ არა ის გარემოება,რომ მას ერთი სიტყვითაც კი არ უხსენებია მისი მეუღლის საფლავი,რომელიც იქვე იყო განთავსებული. (ავტორი გენია.ჯი)