თებელი ისმენიასის ბრძნული საქციელი…
ბეოტიაში მდებარე ძველი ბერძნული ქალაქის თებეს მაცხოვრებელი სიბრძნით განთქმული პოლიტიკოსი – ისმენიასი (ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნე),რომელიც ანტისპარტული პოლიტიკის გამტარებელი იყო,მშობლიურმა ქალაქმა ძვ.წ.აღ-ით 371 წელს სპარსეთის მეფესთან არტაქსერქსე II ოქოსთან ელჩად მიავლინა.მას შემდეგ,რაც იგი სპარსეთში ჩავიდა,შეხვდა ქილიარქოსს (სპარსთა ათასეულის მეთაური) სახელად – ტითრავსტესს,რომელსაც ევალებოდა უცხოელი ელჩების არა მარტო მეფესთან შეყვანა,არამედ იმის რჩევა-დარიგებაც,თუ როგორ უნდა წარმსდგარიყვნენ ისინი არტაქსერქსეს წინაშე.მან თარჯიმანის მეშვეობით,ისმენიასს უთხრა: “თებელო სტუმარო,ვინც მეფეს ეახლება,ვერ დაელაპარაკება მანამ,სანამ თავს მდაბლად არ დაუკრავს. და თუ მასთან შეხვედრა გწადია,მოიქეცი ისე,როგორც წესი და რიგია.თუ ამის გაკეთება არ გსურს,შეგიძლია ჩვენი მესვეობით აუწყო,რაც სათქმელია და თაყვანი არ სცე”.რადგან საქმე სერიოზულ სახელმწიოფებრივ საკითხს ეხებოდა,ისმენიასმა თავად გადაწყვიტა სათქმელი მეფისათვის გადაეცა და ტითრავსტესს უპასუხა: “გამიძეღ მეფესთან”.როდესაც იგი არტაქსერქსეს წინაშე წარსდგა,ყველასაგან მალულად ხელიდან წაძრობილი ბეჭედი დაბლა დააგდო და უმალვე სწრაფად დაიხარა,რათა იგი აეღო.მან,სპარსთა გამგებელს თავი ისე მოაჩვენა,თითქოს მისთვის თაყვანი ეცა და არც შემცდარა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ბრძენმა ისმენიასმა არც ბერძენი ადამიანისათვის საძრახისი ქმედება ჩაიდინა და არც თავისი ქვეყანა შეურცხვენია.მან სპარსთა მეფესთან მიაღწია ყველაფერს,რაც ელჩობით ჰქონდა დავალებული და სამშობლოს კიდევ უფრო დიდი სახელით დაუბრუნდა. (ავტორი გენია.ჯი)