გაბრიელ ბონეერ “კოკო” შანელი – (ეპიზოდი)
საყოველთაოდ ცნობილი ფრანგი მოდის დიზაინერი - გაბრიელ ბონეერ “კოკო” შანელი (1883-1971 წლები),რომელმაც კოლოსალური გავლენა მოახდინა XX საუკუნის მოდაზე,თავისი კარიერის დასაწყისში დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე იდგა,რადგან ფირმის დაარსებასა და მაღაზიების გახსნას საკმაოდ დიდი ფული სჭირდებოდა,რაც მას არ ებადა.სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან ფულის სასესხებლად ყოფილ საყვარელთან – ეტიენ ბალსანთან მისულიყო,თუმცა მისგან უარი მიიღო.მიუხედავად ამისა,მას მხსნელად მისივე მეგობარი მამაკაცი – ბოი კაპელი მოევლინა,რომელმაც კოკოსათვის 1910 წელს ბანკიდან კრედიტი აიღო.მალევე წყვილი საცხოვრებლად ერთად გადავიდა… რაც დრო გადიოდა,კოკო შანელის სამოდელო ბიზნესი მით უფრო წარმატებული ხდებოდა და შესაბამისად შემოსავლებიც იზრდებოდა.როგორც კი,კოკომ აღმოაჩინა,რომ იგი უკვე დიდძალი ფულის მფლობელი იყო,გადაწყვიტა ბოის ვალი გაესტუმრებინა,თუმცა იცოდა-რა,რომ იგი საყვარელ ქალს ფულს არ გამოართმევდა,მთელი თანხა კაპელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა.როგორც კი მან ეს ამბავი გაიგო,კოკო შანელს უთხრა: “მეგონა,სათამაშო გაჩუქე,თურმე თავისუფლება მიჩუქებიაო”.მოგვიანებით კი,უკვე სახელგანთქმული კოკო შანელი ბოი კაპელის შესახებ იტყვის: “ბატონი კაპელი თავდაპირველად ისეთი სიბრალულით მიყურებდა,როგორც საწყალ ბეღურას,მაგრამ საქმეში ვიყავი ნამდვილი ვეფხვი,ნელ-ნელა გამოვცადე ცხოვრება და ვისწავლე,როგორ დამეცვა საკუთარი თავი”.