რევაზ ინანიშვილი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი მონათხრობის თანახმად,დიდი ქართველი მწერლის – რევაზ ინანიშვილის დედამ,ქალბატონმა თამარ მამულაშვილმა,გარდაცვალების წინ,თავისი ოჯახის წევრებს ხუმრობანარევი სერიოზულობით,მთელი თავისი მოკრძალებული ქონება დაურიგა: – ეს ჩემი კაკოს ცოლს,ეს ჩემს ქალიშვილს,ეს ფარდები – ისევ კაკოს მეუღლეს,ეს საკაბე – ისევ ჩემს ქალიშვილს…
აღნიშნულ ფაქტს,ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ესწრებოდა რევაზ ინანიშვილის მეუღლე,ქალბატონი – როზა ელიოზავილიც.როდესაც ქალბატონი თამარი საუბარს მორჩა,რძალმა დედამთილს ღიმილით ჰკითხა: “კი მაგრამ,დედა,მე? მე არაფერი?” – რაზეც ქალბატონმა თამარმა მიუგო: “რატომ არაფერი? შენ – რეზო ინანიშვილიო!” (ავტორი გენია.ჯი)