იცით თუ არა,რომ
1. “კენოტაფი” – გახლავთ ისეთი საფლავი,რომელშიაც ადრე იყო დაკრძალული ვინმე და შემდგომ სხვაგან გადაასვენეს.შესაბამისად ასეთ ადგილას ახლა არავინ მარხია.
2. “პოლემოლოგია” – წარმოადგენს სოციალურ მეცნიერებას ომის შესახებ.იგი შემუშავებულ იქნა ცნობილი ფრანგი სოციოლოგის,ფილოსოფიის დოქტორისა და დემოგრაფის – გასტონ ბუტულის (1899-1980 წლები) მიერ.
3. სკანდალური სახელის მქონე ფლორენციელი ლიტერატორი – ლორენცო მედიჩი (1513-1548 წლები),თავის მიერ დაწერილ “აპოლოგიაში”,ყოველნაირად ამართლებდა პოლიტიკური მოტივით ჩადენილ მკვლელობას.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იგი სწორედ პოლიტიკური მოტივით იქნა მოკლული ტოსკანელი ჰერცოგის მიერ დაქირავებული მკვლელის მიერ. (ავტორი გენია.ჯი)
4. დიდი ქართველი მამულიშვილი და პოეტი – ნოდარ ჯალაღონია,მის მიერ დაწერილ “უსათაურო ლექსში” შემდეგ სიტყვებს წერდა:
“სამშობლოში თუნდ ერთ სტრიქონს
თუკი დამიკოცნიან,
პარიზის და რომის ტაში
სხვისთვის დამილოცნია”.
5. “რიტუალურ კანიბალიზმში” – არსებობს ეგრეთწოდებული “სიმპატიური მაგია”,რომლის მიხედვითაც კანიბალები თვლიან,რომ მათ მიერ შეჭმული მსხვერპლის თვისებები – ძალა,სილამაზე და სიმტკიცე მათში გადადის.
6. მას შემდეგ,რაც 1962 წელს ჯერ კიდევ უცნობმა კოლუმბიელმა მწერალმა – გაბრიელ გარსია მარკესმა,თავისი პირველი რომანი – “ავბედითი საათი” გამოაქვეყნა,ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კოლუმბიელი კრიტიკოსისაგან – გილერმო დე ტორესაგან მიიღო წერილი,რომელშიც ეწერა: “დაანებე ბიძია წერას თავი,არაა რომანი შენი საქმე,რამე ისეთ ხელობას მოკიდე ხელი,რასაც მოერევიო”.
7. საყოველთაოდ ცნობილმა უნგრელმა გამომგონებელმა – ერნო რუბიკმა,რომელმაც სახელი გაითქვა – “რუბიკის კუბის” გამოგონებით,იმ ფაქტის შესახებ,რომ კუბის თითოეული ფენა სამი ბლოკისაგან შედეგება,შემდეგი ახსა გააკეთა: “იმ ფაქტს,რომ კუბის თითოეული ფენა სამი ბლოკისაგან შედგება,უდიდესი მნიშვნელობა აქვს.საერთოდ,ციფრი სამი სპეციფიკური აზრის მატარებელია,რომელშიც თითქოს ჩადებულია ადამიანსა და სამყაროს შორის კავშირი:
დედა-შვილი-მამა;
ცათა სასუფეველი-ქვეყნიერება-ქვესკნელი;
შექმნა-შენარჩუნება-დანგრევა;
დაბადება-სიცოცხლე-სიკვდილი.
8. დიდი ძველბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი – სტრაბონი (ძვ.წ.აღ-ით 64-24 წლები),საქართველოს შესახებ წერდა; “არიან ქვეყნები,სადაც სილამაზე უპირატესობად არც ითვლება,რადგან ყველა ლამაზია.მოგზაურები ამას ერთხმად ამბობენ საქართველოს შესახებ”. (ავტორი გენია.ჯი)
9. ლონდონში გამომავალმა გავლენიანმა და პოპულარულმა ინგლისურმა ჟურნალმა “Time Out”-მა,ერთ-ერთ თავის სტატიაში,ისლამური რელიგიის ფუძემდებელს,წინასწარმეტყველსა და ალაჰის უკანასკნელ მოციქულს მუჰამედს – “ისტორიაში პირველი ეკოლოგი” უწოდა.
10. მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხედართმთავარი – ალექსანდრე მაკედონელი,ღამის საათებში ბრძოლას არ მართავდა,რადგან იგი მიიჩნევდა,რომ ღამით მოპოვებული გამარჯვება – მოპარული იყო.