ტიციანო ვეჩელი – “დანაოსი”
“დანაოსი” – წარმოადგენს გენიალური იტალიელი მხატვრისა და აღორძინების ეპოქის ვენეციური სკოლის უდიდესი წარმომადგენლის - ტიციანო ვეჩელის (1488-1576 წლები) მიერ ზეთის საღებავებით ტილოზე შესრულებულ შედევრ-სურათს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ – და კადორეს (როგორც მას სიცოცხლეში მოიხსენიებდნენ),სახვითი ხელოვნების სპეციალისტები და ექსპერტები დღემდე ისეთი “კორიფეების” გვერდით აყენებენ,როგორებიცაა – ლეონარდო და ვინჩი,მიქელანჯელო ბუონაროტი და რაფაელ სანტი.მხატვარმა აღნიშნულ სურათზე მუშაობა 1545 წელს დაიწყო და ერთ წელიწადში (1546 წელს) დაასრულა.ტილოს სიმაღლე 120,ხოლო სიგანე 172 სანტიმეტრია.ტიციანის მითოლოგიური ჟანრის მქონე სურათზე ასახულია ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით,არგოსის მეფის – აკრისიოსის ქალიშვილი – დანაოსი,რომელიც თავის უკვდავ ქმნილებაში – “ილიადა”,მოხსენიებული ჰყავს უდიდეს ძველბერძენ პოეტს – ჰომეროსს. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,ცნობილია ისიც,რომ რიგ უძველეს მიკენურ ტექსტებში,ამავე სახელით მოიხსენიებდნენ ღვთაებებს.ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით,არგოსის მეფეს უწინასწარმეტყველეს,რომ იგი მოკლული იქნებოდა,დანაოსის ვაჟის ანუ შვილიშვილის მიერ.სწორედ აღნიშნულმა წინასწარმეტყველებამ აიძულა აკრისიოსი,ქალიშვილი მიწისქვესეთში აგებულ სპილენძის სახლში გამოეკეტა.თან მას თვალყურის სადევნებლად მოსამსახურეც მიუჩინა.მიწისქვეშეთში გამომწყვდეულ დანაოსს,მხსნელად ბერძნული პანთეონის მთავარი ღმერთი – ზევსი მოევლინა,რომელიც მოჯადოებული გახლდათ ქალის სილამაზით და მასთან მიწისქვეშეთში ოქროს წვიმის სახით აღმოჩნდა.ზევსთან თანაცხოვრებით დანაოსს ვაჟი – პერსევსი შეეძინა.როდესაც ბავშვის ხმა მეფის ყურს მისწვდა,მან საკუთარ ქალიშვილთან მყოფი მოსამსახურე სიკვდილით დასაჯა.ხოლო დანაოსს აიძულა ეთქვა თუ ვინ იყო ბავშვის მამა.მისი მონათხრობი აკრიოსისმა არადამაჯერებლად მიიჩნია.მეფისვე ბრძანებით,დანაოსი ბავშვთან ერთად ხის ყუთში ჩასვეს და ზღვაში გადაუძახეს.ერთ-ერთი ვერსიის თანახმად,ზღვის ტალღებმა ყუთი საბერძნეთის კუნძულ სერიფოსზე გარიყა.კუნძულის მეფე – პოლიდექტესმა კი დედა-შვილი გაანთავისუფლა.გარკვეული დროის გასვლის შემდეგ პერსევსი არგოსზე დაბრუნდა.როდესაც აკრისიოსმა მისი არგოსში დაბრუნება შეიტყო,იმავ წამს თავისი ძველი წინასწარმეტყველება გაახსენდა და ქვეყნის ჩრდილოეთში,ქალაქ ლარისაში გაიქცა.მიუხედავად ამისა,იგი საკუთარ ბედს ვერ დაემალა.პერსევსი ლარისაშიც ჩავიდა და იქ თამაშობები მოაწყო,რა დროსაც ბადროს ტყორცნით მოკლა აკრისიოსი.მოკლული არგოსის მეფე,დაკრძალულ იქნა ლარისაში მდებარე – “ათენას ტაძარში”.ათასწლეულების გასვლის შემდეგ (1860 წელს),ასტრონომებმა ერთ-ერთ ასტეროიდს – “(61) დანაოსი” უწოდეს.
გენიალურმა ტიციანმა,ამავე მითოლოგიური სიუჟეტის მქონე სულ ოთხი ტილო შექმნა,რომელთაგან ყველაზე ადრე სწორედ ნეაპოლში შესრულებული ნახატი “დანაოსი”-ა.დანარჩენი სამი ტილო – “დანაოსი”,წარმოდგენილია – ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში,სანკტ-პეტერბურგში მდებარე – “ერმიტაჟში” და მადრიდში განთავსებულ – “პრადოს ეროვნულ მუზეუმში”.აღნიშნული სურათი კი დღემდეა დაცული ნეაპოლში განთავსებულ – “კაპოდიმონტეს ეროვნულ მუზეუმში”. (ავტორი გენია.ჯი)