ლადო ასათიანი – “ეპიზოდი”

დიდი ქართველი პოეტი – ლადო ასათიანი (1917-1943 წლები),ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე სწავლობდა.ენათმეცნიერებას,ჯერ კიდევ სახელმოუხვეჭელ პოეტს,გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერი – გიორგი ახვლედიანი ასწავლიდა.ერთ-ერთი ლექციის დროს,მან ლადოს შენიშვნა მისცა,რამაც სტუდენტის გაღიზიანება გამოიწვია: წესიერად ვზივარ და ვისმენო, – გაეპასუხა იგი.როდესაც ახვლედიანმა მისი გვარი ამოიკითხა,ლმობიერად ჩაილაპარაკა: ვერ ყოფილხარ კაი ასათიანიო.

რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ,მაშინ როდესაც უკვე ფართოდ იბეჭდებოდა ასათიანის ლექსები,ინსტიტუტის დერეფანში გიორგი ახვლედიანი ლადო ასათიანსა და მიხეილ ალავიძეს შეხვდა,რა დროსაც მან პოეტს მოფერებით მიმართა: შენ,თურმე კაი ასათიანი ყოფილხარ.შენს ლექსებს ვკითხულობ და ძალიან მომწონსო.

P.S. აღსანიშნავია ის გარემოება,ლეჩხუმში უწინ ასათიანის გვარის კაცს ზოგან თავადის წოდება ჰქონდა,ზოგან აზნაურისა და ზოგან – გლეხისა.ხალხური გამოთქმა – “კაი ასათიანი” თავად ასათიანს გულისხმობდა თავის თავში.აქვე საინტერესოა ისიც,რომ გიორგი ახვლედიანის დედა – ევგრასტი თავად ასათიანის ასული იყო. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>