საიპლის ვულკანი
საიპლის ვულკანი – წარმოადგენს ანტარქტიდის სანაპიროებთან მდებარე კუნძულ საიპლზე განთავსებულ არააქტიურ (ჩამქრალ) ფარისებრი სახის ვულკანს.თავად კუნძული,ანტარქტიდის ყინულოვანი კონტინენტის ერთ-ერთი სანაპირო სექტორის – მერი ბერდის მიწის ნაწილია და სამხრეთის ოკეანეში მდებარეობს.საიპლის ვულკანი ამავე სახელობის მთაზეა და იგი კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია წარმოდგენილი.ანიშნულ ვულკანს სახელწოდება,დიდი ამერიკელი გეოგრაფისა და ანტარქტიდის კონტინენტის მკვლევარის – პოლ საიპლის (1908-1968 წლები) საპატივცემულოდ უწოდეს.მან,სულ 6 პოლარულ ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა და კვლევებში შეტანილი გასაკუთრებული წვლილისათვის,მეცნიერებმა არა მარტო ვულკანს უწოდეს მისი სახელი,არამედ კუნძულს,ანტარქტიდულ სადგურსა და სანაპირო ზოლს.ვულკანის სიმაღლე ზღვის დონიდან 3 110 მეტრი სიმაღლისაა,რაც მსოფლიოში არსებულ სხვა აბსოლუტურ სიმაღლეებს შორის (დედამიწის ზედაპირის რომელიმე წერტილის სიმაღლე,რომელიც აითვლება ოკეანის ან მასთან შეერთებული ზღვის ძირითადი დონებრივი ზედაპირიდან შვეული ხაზის მიმართულებით) მე-15 ადგილს უმკვიდრებს.საიპლის ჩამოყალიბების ზუსტი ასაკი სპეცილისტებისათვის უცნობია,თუმცა სავარაუდოდ იგი ჩამოყალიბებულ უნდა იყოს დაახლოებით ერთი მილიონი წლის წინათ.ვულკანის უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირებულ იქნა ჰოლოცენის (გამყინვარების შემდგომი ეპოქა,რომელიც გრძელდებოდა უკანასკნელი 12 000 წწლიწადი თანადროულ დრომდე) პერიოდში.დღეისათვის,საიპლის ვულკანი მასიური ყინულით არის დაფარული.საინტერესოა ის გარემოება,რომ საიპლის მთის პიკზე ალპინისტთა ასვლა,ოფიციალურად დღემდე არ დაფიქსირებულა,რის გამოც იგი იმ ყველაზე მაღალ ადგილად არის მიჩნეული,სადაც ადამიანს ფეხი არ დაუდგამს. (ავტორი გენია.ჯი)