კალიფორნიის მითიური კუნძული

კალიფორნიის მითიური კუნძული – ევროპულ გეოგრაფიულ კონცეფციაში დიდი ხნის მანძილზე დომინირებდა აზრი,რომ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სიახლოვეს მდებარეობდა კუნძული კალიფორნია,რომელიც კონტინენტთან,ეგრეთ წოდებული კალიფორნიის ყურით იყო გამოყოფილი.აღნიშნული გეოგრაფიული ვარაუდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კარტოგრაფიული შეცდომა გახლდათ და შესაბამისად იგი უფრო მითიურ კუნძულს წარმოადგენდა,ვიდრე რეალურ ბუნებაში არსებულ ხმელეთის მონაკვეთს.მიუხედავად იმისა,რომ იმ პერიოდის მრავალი ცნობილი მკვლევარი უარყოფდა კალიფორნიის კუნძულის არსებობას, XVII – XVIII საუკუნეებში გამოცემულ მრავალ რუკაზე იგი მაინც დაჰქონდათ.აღნიშნული კუნძული პირველად მოხსენიებულ იქნა 1510 წელს გარსია დე მონტავოს მიერ დაწერილ რომანში “Las sergas de Esplandian”-ში.როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ,შესაძლოა სწორედ ეს რომანი იქცა გეოგრაფების შეცდომაში შეყვანის უმთავრეს მიზეზად. (ავტორი გენია.ჯი) 1533 წელს საყოველთაოდ ცნობილი ესპანელი კონკისკადორის – ერნან კორტესის მიერ,ფორტუნ ხიმენესის ხელმძღვანელობით კალიფორნიის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილის გამოსაკვლევად გაგზავნილ იქნა ექსპედიცია.არასაკმარისი გეოგრაფიული ცოდნისა და გამოცდილების გამოისობით,ექსპედიციამ ნახევარკუნძული კუნძულად მიიჩნია და უკვე მასიურად დაამკვიდრა აზრი,რომ ბუნებაში მართლაც არსებობდა კალიფორნიის ნახევარკუნძული. 1539 წელს,იმავე კორტესის მიერ კალიფორნიის წყნარი ოკეანის სანაპიროების კვლევებისთვის კიდევ ერთი ექსპედიცია იქნა გაგზავნილი,ცნობილი ესპანელი ზღვაოსანის – ფრანსისკო დე ულოას ხელმძღვანელობით.ექსპედიციამ მდინარე კოლორადოს შესართავიდან ყურის ბოლომდე იმოგზაურა,რამაც მკვლევარები დაარწმუნა იმაში,რომ კალიფორნია კონტინენტთან იყო მიერთებული და შესაბამისად,ის ნახევარკუნძული იყო.მოგვიანებით კიდევ არაერთი კვლევა იქნა ჩატარებული და ევროპაში გამოცემულ მრავალ რუკაზე მას უკვე გამოსახავდნენ,როგორც ნახევარკუნძულს.მიუხედავად ამისა, XVII საუკუნეში გეოგრაფები,რიგი მკვლევარების მიერ კვლავ შეცდომაში იქნენ შეყვანილი და რუკებზე კვლავაც აქტიურად დაიწყეს ბუნებაში არ არსებული კალიფორნიის კუნძულის გამოსახვა.პირველი საყოველთაოდ ცნობილი რუკა,სადაც კალიფორნიის ნახევარკუნძული კუნულის სახითაა წარმოდგენილი,ამსტერდამში გამოიცა 1622 წელს.ამის შემდგომ მითიური კუნძული სტანდარტულად გამოისახებოდა გეოგრაფიულ რუკებსა და ატლასებში.თუმცა ცნობილია,რომ ესპანური ხელისუფლება საქმის ყურში იყო,რომ სინამდვილეში კალიფორნიის ნახევარკუნძული არსებობდა და არა კალიფორნიის კუნძული.გერმანული წარმომავლობის მქონე იტალიელი იეზუიტი მისიონერი და გეოგრაფი – კინო ეისებიო, 1681 წელს მექსიკაში გაემგზავრა.მან 1698-1706 წლებში რიგი მოგზაურობები განახორციელა და სწორედ ეისებიომ დაასკვნა ხელახლა,რომ ბუნებაში მხოლოდ კალიფორნიის ნახევარკუნძული არსებობდა.საბოლოოდ,აღნიშნული მითიური კუნძულის არსებობის უარყოფა,ცნობილი ესპანელი მოგზაურისა და მკვლევარის – ხუან ბაუტისტა დე ანსას მიერ 1774-1776 წლებში იქნა დადასტურებული,რომელმაც მეტ-ნაკლებად სრულყოფილად გამოიკვლია კალიფორნიის ნახევრაკუნძული,მათ შორის მისი ცენტრალური ნაწილი. (ავტორი გენია.ჯი)

კალიფორნიის ნახევარკუნძული

ხუან ბაუტისტა დე ანსა – რომელმაც წერტილი დაუსვა კალიფორნიის მითიური კუნძულის ირგვლივ შექმნილ გეოგრაფიულ ცდომილებას

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>