ბიგ-საიპრესის ჭაობი
ბიგ-საიპრესის ჭაობი – წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ფლორიდის სამხრეთ ნაწილში განთავსებულ უნიკალური ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლების შემცველ ჭაობს.ამ უზარმაზარი ტერიტორიის მქონე ჭაობის საერთო ფართობი 2 926 კვადრატული კილომეტრია და განეკუთვნება ბიგ-საიპრესის ეროვნული ნაკრძალის შემადგენელ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ტეხასის შტატში მდებარე ბიგ-ტიკეტის ეროვნულ ნაკრძალთან ერთად,იგი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული პარკების სისტემის პირველი ეროვნული ნაკრძალის სტატუსით იქნა აღჭურვილი 1974 წლის 11 ოქტომბერს.თავდაპირველად,განზრახული იყო,რომ ბიგ-საიპრესის ჭაობი,მის მოსაზღვრედ მდებარე ევერგლეიდსის ეროვნული პარკის საზღვრებში მოექციათ,თუმცა საბოლოოდ იგი გამოაცალკევეს პარკის სისტემიდან.აღნიშნული ჭაობიანი რეგიონი,როგორც ზემოთ ავღნიშნე მდიდარია ფლორისა და ფაუნის სხვადასხვა სახეობების წარმომადგენლებით.მათ შორის იქ გვხვდებიან ისეთი უნიკალური ეგზემპლარებიც,რომლებიც გაქრობის ზღვარზე იმყოფებიან,კერძოდ – ფლორიდული პანტერა.ზამთრობით,ბიგ-საიპრესის ტერიტორიაზე შესაძლებელია ყარყატების უიშვიათესი სახეობების წარმომადგენელთა ხილვაც.ჭაობის წყლებში ხარობს როგორც სუბტროპიკული ჯიშის ხეები,ასევე ფიჭვები.ჭაობის ტერიტორიის მესამედი ნაწილი კიპარისებით არის მოფენილი.ამავე ტერიტორიის მშრალ ნაწილში გადის თემაიამი-თრეილის (US 41)-ის ავტოსტრადა,რომელიც მაიამს აკავშირებს ტამპუსთან.ჭაობის დასავლეთით მდებარეობს ფაკანაჩის დაცული სანაპირო ზოლი,სადაც შესაძლებელია ვიხილოთ ულამაზესი და უძველესი კიპარისის ხეები,რომელთა ასაკი ხშირ შემთხვევაში 600 წლით განისაზღვრება.გარდა ამისა,იქვეა შესაძლებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პალმების ტყის მასივის ნახვაც.ბიგ-საიპრესის ჭაობს და ზოგადად ნაკრძალს,ფლორიდის შტატისა და ქვეყნის ხელისუფლება დიდ ყურადღებას აქცვეს.ნაკრძალის ტერიტორიაზე მაღალ დონეზე არის განვითარებული ტურიზმი,რაც საშუალებას აძლევს ბუნების მოყვარულებს,დაათვალიერონ და მიიღონ ესთეტიკური სიამოვნება ამ უმშვენიერესი ნაკრძალის ხილვისაგან. (ავტორი გენია.ჯი)