გრეის კენგურუ
გრეის კენგურუ – წარმოადგენს კენგურუს ჩანთოსნების რიგის დღეისათვის გადაშენებულ ცხოველების ქვესახეობას,რომელთა განსახლების უმთვრაეს არეალს წარმოადგენდა ავსტრალიის კონტინენტის სამხრეთით მდებარე ვიქტორიას შტატის რეგიონები.სახელწოდება – “გრეის კენგურუ”,მათ სპეციალისტებმა და ზოოლოგებმა,სამხრეთ ავსტრალიის შტატის ინგლისელი გუბერნატორისა და ახალი ზელანდიის რიგით მე-11 პრემიერ-მინისტრის – სერ ჯორჯ გრეის (1812-1898 წლები) საპატივცემულოდ უწოდეს.აღნიშნული სახეობის კენგურუები ბინადრობდნენ ისეთი უდაბნოების დაბლობებში,რომლებიც ესაზღვრებოდნენ ევკალიპტების ტყეებს.დიდი წვიმიანი სეზონების დროს,ისინი სწორედ ევკალიპტების ტყეებს აფარებდნენ თავს.გრეის კენგურუები გამოირჩეოდნენ მარდი და სწრაფი გადაადგილებით.სამწუხაროდ,მათი უკანასკნელი ეგზემპლარი ბუნებაში განადგურებულ იქნა 1924 წელს.თუმცა რამდენიმე მათგანმა ავსტრალიის ერთ-ერთი ზოოპარკის ტერიტორიაზე 1937 წლამდე იცოცხლა.იმ პერიოდისათვის,კენგურუს ბეწვი დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა და სამოდელო ინდუსტრიაში სხვადასხვა დანიშნულებისამებრ იყენებდნენ.აქვე გაცნობებთ,რომ გრეის კენგურუს ბეწვის ფასი საკმაოდ მაღალი იყო,რამაც ბრაკონიერთა მხრიდან მათზე მასობრივი ნადირობა გამოიწვია.გარდა ბეწვისა,მოთხოვნილებადი გახდა მათი ხორციც,რომელსაც საკვებად გამოიყენებდნენ.ბუნებაში კი გრეის კენგურუების მტრები სხვადასხვა სახეობის გარეული ცხოველები იყვნენ.მათ მიმართ გამოჩენილმა ადამიანთა სისასტიკემ,კაცობრიობას კიდევ ერთი სახეობის ბუნების წარმომადგენელი გამოაკლო.ამ დროს კი გენიალური ფიზიკოსის ალბერტ აინშტაინის აფორიზმი მახსენდება: “ორი რამ არის უსასრულო: ჩვენი სამყარო და ადამიანური სისულელე.ისე მაინც ეჭვი მეპარება,სამყარო უსასრულო იყოს”, – შესაბამისად აინშტაინს თუ ეჭვი ეპარებოდა სამყაროს უსასრულობაში,ოდნავადაც არ დაუეჭვებია ადამიანის სისულელეს,რადგან მან თავის გასამდიდრებლად,ლამაზად ჩაცმისთვის და გემრიელად კვებისათვის სრულიად უწყინარი და ულამაზესი ბუნების ქმნილება – გრეის კენგურუ,საბოლოოდ მოსპო თავისივე ხელით.(ავტორი გენია.ჯი)