ჭიანჭველა-პანდა

ჭიანჭველა-პანდა – წარმოადგენს  ჭიანჭველისებრთა მწერების ოჯახის სიფრიფანაფრთიანთა რიგის Mutillidae-ს სახეობის ერთ-ერთი საოცარი ქვესახეობის წარმომადგენელს.მათი გავრეცლების უმთავრესი არეალია ლათინური ამერიკის კონტინენტი,კერძოდ ისეთი ქვეყანა,როგორიცაა – ჩილე.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ასეთი გასაოცარი (პანდას შავ-თეთრი) შეფერილობის მქონე მაღალ ბეწვიანი ჭიანჭველა არანაირი მუტაციის შედეგი არ გახლავთ და ჩვეულებრივი (ბუნებრივი) მოვლენის შედეგად იქნა ჩამოყალიბებული.ჭიანჭველა-პანდას მეორე სახელწოდებითაც – “ხავერდის ჭიანჭველას” სახელითაც მოიხსენიებენ.ცნობილია,რომ ბიოლოგები მათ ეგზემპლარებს ბუნებაში ძალიან იშვიათად ხვდებიან,რის გამოც ჭიანჭველა-პანდების ცხოვრების წესის შესახებ ცნობილი არც თუ ისე ბევრი რამ არის. (ავტორი გენია.ჯი) არქეოლოგების მტკიცებით,მათ აღმოაჩინეს ქარვაში გაქვავებული ამ სახეობის ჭიანჭველების რამდენიმე ეგზემპლარი,რომელთა ასაკი 25-40 მილიონი წლით განისაზღვრება.შესაბამისად,ისინი ვარაუდობენ,რომ დედამიწაზე ეს უცნაური შეფერილობის მოქნე ჭიანჭველები სწორედ ზემოაღნიშნულ პერიოდში გამოჩნდნენ.ჭიანჭველა-პანდები ცხელი კლიმატისა და ღია სივრცის მოყვარულები არიან,რის გამოც საცხოვრებლად უდაბნოების მშრალ ადგილებს ეტანებიან.ისინი,სხვა სახეობის ჭიანველებისაგან განსხვავებით დიდ,რთულ და საერთო ბუდეებს არ იკეთებენ.ისინი უპირატესობას ანიჭებენ პარაზიტულად ბუდეების ხელში ჩაგდებასა და საკუთარ შთამომავლობაზე ზრუნვას.გამოირჩევიან მტაცებლური თვისებებით.თავს ესხმიან კრაზანების,ფუტკრებისა და ბუზების ბუდეებს,რა დროსაც იმავე ბუდეებში დებენ უამრავ კვერცხს.მათთან გამკლავება კი ზემოაღნიშნულ მწერებს ძალიან უჭირთ,რადგან ისინი შეიცავენ გრძელ და ბასრ ნესტარს.მას შემდეგ კი,რაც ისინი დაიკავებენ სხვა მწერების ბუდეებს,წინა მფლობელები იძულებული არიან იქაურობა დატოვონ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ამ აგრესიული მწერების მიერ ნაკბენით,ადამიანებსაც კი დიდი დისკომფორტი ექმნებათ,რადგან მათგან მიყენებული ნაკბენისაგან გამოწვეული ტკივილი რამდენიმე საათის განმავლობაშიც კი გრძელდება.ასეთივე აგრესიული და მტაცებლური თვისებებით გამოირჩევიან ჭიანჭველა-პანდების პატარა შთამომავლებიც,რომლებიც დაბადებისანავე იწყებენ ყველა იმ მწერის განადგურებას,რომელიც მათზე სუსტია. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>