Verdingkinder – “საკონტრაქტო ბავშვები”
Verdingkinder – წარმოადგენდა 1960-იანი წლების ბოლომდე დასავლეთ ევროპაში არსებულ შვეიცარიის კონფედერაციაში დამკვიდრებულ ტერმნის,რომელიც ითარგმნებოდა,როგორც – “საკონტრაქტო ბავშვები” (ასევე შესაძლოა მოვიხსენიოთ,როგორც – “კაბალური ბავშვები”).ამ სახელებს უწოდებდნენ იმ შვეიცარიელ ბავშვებს,რომელთაც სახელმწიფო ართმევდა მშობლებს და გადასცემდნენ უცხო ოჯახებს,სადაც მათ იყენებდნენ,როგორც უფასო მუშა ხელს.”საკონტრაქტო ბავშვი” შესაძლოა გამხდარიყო ისეთი მცირეწლოვანი,რომლის ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა და შვილის გამოკვების საშუალება არ გააჩნდა,ან როდესაც დედა გაშორდებოდა მამას და კიდევ იმ შემთხვევაში,როცა ბავშვის ორმელიმე მშობელი წარმომავლობით ბოშა იყო.ვერდინგქინდერი ბავშვების უმრავლესობა მუდმივად წუხდა იმაზე,რომ მათ უცხო ოჯახებში არასათანადოდ ექცეოდნენ და ეწეოდნენ არასრულწლოვანების მძიმე შრომით ექსპლუატაციას.გარდა ამისა,ისინი ექვემდებარებოდნენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლებს.ფაქტობრივად,ევროპის შუაგულ ქვეყანაში აღნიშნული მოვლენა პირდაპირი – “მონობის ინსტიტუტის” არსებობაზე მეტყველებდა.
ცნობილმა ისტორიკოსმა – მარკ ლეუენბერგერმა ფაქტებით დაამტკიცა,რომ 1930-იან წლებში შვეიცარიაში “კაბალური ბავშვების” რაოდენობა 35 000-სს აჭარბებდა.სულ 1920-1970 წლებში კი მათი რაოდენობა 100 000-ს აღემატებოდა.ცნობილია ისიც,რომ “ნეიტრალურ” შვეიცარიის კონფედერაციაში მოქმედებდა ეგრეთ წოდებული აუქციონები,სადაც ფერმერები სიმბოლურ ფასად იძენდნენ უფასო მუშა ხელს – ვერდინგქინდერებს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ქვეყანაში არსებულ სოფლის სამეურნეო კანტორებში დასაქმებულ ადამიანთა 20%-ს ზემოაღნიშნულ პერიოდებში სწორედ “საკონტრაქტო ბავშვები” წარმოადგენდნენ და ისინი ასრულებდნენ ბავშვი-მონების მოვალეობებს.
2013 წელს შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობამ ოფიციალურად მოიხადა ბოდიში და ზემოაღნიშნულ პერიოდს ქვეყნის ისტორიაში “სამარცხვინო” ფურცელი უწოდა.მიუხედავად ამისა,დღემდე არ გაცემულა კომპენსაციები იმ ადამიანთა მიმართ,რომლებსაც ესოდენ არაადამიანურად ექცეოდნენ ბავშვობაში. (ავტორი გენია.ჯი)