ადოლფ ჰიტლერის შესახებ…

1942 წლის 19 ნოემბერს,როდესაც პირველი ცნობები მიიღო საბჭოთა ჯარების მიერ ფრონტის ხაზის გარღვევის შესახებ,ადოლფ ჰიტლერი ობერზალცბერგში იყო გადაბარგებული.შეტევითი ბრძოლები,რომელსაც “წითელი არმია” ცხრა კვირის განმავლობაში აწარმოებდა სტალინგრადში,გერმანული ჯარის კაპიტულაციით დასრულდა.ძლიერი საარტილერიო დარტყმის შემდეგ საბჭოთა ჯარმა სერაფინოვთან გაარღვია რუმინული დივიზიის პოზიციები.ჰიტლერმა ამ კატასტროფის ახსნა თავდაპირველად თავისი მოკავშირეების სუსტი სამხედრო მომზადებით სცადა და ამას მაინდამაინც დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა.მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ საბჭოთა არმიამ გერმანულ დივიზიებზეც მიიტანა შეტევა; ფრონტის ხაზზე ვითარება გერმანელთავის არასახარბიელოდ შეიცვალა.

ჰიტლერი მომხდარს არაადეკვატურად აღიქვამდა და ამბობდა: “ჩვენი გენერლები ისევ იმეორებენ თავიანთ ძველ შეცდომებს.ისინი რუსების ძალას აზვიადებენ.ფრონტიდან მიღებული ყველა ცნობის თანახმად,მოწინააღმდეგეს ჯარისკაცები არ ჰყოფნის.რუსები დასუსტებულნი არიან; მათ ბევრი სისხლი დაკარგეს.მაგრამ ამ ცნობების დაჯერება არავის სურს.საერთოდ არავის! რუსი ოფიცრები ცუდად არიან მომზადებული!  მათი ძალებით რომელ შეტევაზეა ლაპარაკი! ჩვენ ვიცით,რა არის საჭირო შეტევისა და შტურმისათვის! ადრე თუ გვიან,რუსს გადამწვარი მიწა შერჩება ხელში.ამასობასი ჩვენ რამდენიმე ახალ დივიზიას გადავისვრით იქითკენ და მდგომარეობას გამოვასწორებთ!” (ავტორი გენია.ჯი)

ბერგჰოფში განმარტოებული ჰიტლერი ვერ აღიქვავდა მოვლენების სერიოზულობას.მაგრამ ცუდი ამბების ნაკადი არ წყდებოდა და სამი დღის შემდეგ თავზარდაცემული ფიურერი სასწრაფოდ გაემგზავრა აღმოსავლეთ პრუსიაში,რასტენბურგში მდებარე შტაბ-ბინაში.

გენერალური შტაბის მაგიდაზე გაშლილ რუკებზე ვორონეჟიდან სტალინგრადამდე 200 კილომერის დიამეტრში უამრავი წითელი ისარი იყო ჩარჭობილი: წითელი ისრები საბჭოთა ჯარების მდგომარეობას ასახავდა.რუკაზე აქა-იქ მოჩანდა გერმანული ჯარისა და მისი მოკავშირეების დივიზიების ნარჩენების აღმნიშვნელი პატარა ლურჯი წრეები.სტალინგრადი მთლიანად წითლად იყო შემოხაზული.ჰიტლერი აღელვებული ჩანდა.მან ბრძანება გასცა,ყველა ფრონტიდან და ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც სასწრაფოდ გამოეყვანათ საჯარისო ნაწილები და ისინი სამხრეთით – სტალინგრადისკენ გადაესროლათ.გენერალური შტაბის უფროსი გენერალი კურტ ცაიტცლერი უკვე დიდი ხანი იყო,შტაბის ხელმძღვანელთა ყურადღებას იმაზე ამახვილებდა,რომ საბჭოთა კავშირის სამხრეთ ნაწილში თითოეულ დივიზიას ძალიან დიდ მანძილზე უხდებოდა ფრონტის ხაზის დაცვა,ამიტომ გერმანელი ჯარისკაცები ვერ შეძლებდნენ შეტევის მოგერიებას.

როდესაც სტალინგრადი ალყაში მოექცა,სახეაწითლებული და ღამენათევი ცაიტცლერი დაჟინებით მოითხოვდა მეექვსე არმიის გადაყვანას დასავლეთში.მან დაწვრილებით მოახსენა ხელმძღვანელობას ალყაში მოქცეული გერმანელი ჯარისკაცების არასაკმარისი მომარაგების შესახებ.აქვე ისიც დაამატა,რომ ჯარისკაცები ყინვას ვერ უძლებდნენ და დიდი ხანია,ცხელი კერძები არ ეჭამათ.ფიურერმა მოხსენება მშვიდად მოისმინა,შემდეგ კი ისე აუღელვებლად თქვა,თითქოს უნდოდა,რომ ყველაფერი ცაიტცლერის ფსიქოზით აეხსნა: “სტალინგრადს მალე გავანთავისუფლებთ,თუ საპასუხო შეტევით დარტყმას სამხრეთიდან განვახორციელებთ.ბრძანება უკვე გავეცი.ამგვარი სიტუაციები ხომ ადრეც ბევრი გვქონია,მაგრამ ბოლოს მაინც ჩვენ ვრჩებოდით გამარჯვებული”.შტაბ-ბინაში ცხარე კამათი გაიმართა. 200 000-ზე მეტი გერმანელი ჯარისკაცის ბედი წყდებოდა… 24 საათში როგორც იქნა ალყაშემორტყმული გერმანული ჯარის ბედი საბოლოოდ გადაწყდა.შტაბ-ბინაში ნაცისტური გერმანიის საჰაერო მიმოსვლის მინისტრი – ჰერმან ვილჰელმ გერინგი შევიდა – ოპერეტის ტენორის მსგავსად მომღიმარი და გამოპრანჭული.ჰიტლერმა მას კითხვით მიმართა: “შევძლებთ თუ არა,სტალინგრადისთვის საჰაერო ძალების მეშვეობით მომარაგების მიწოდებას?” გერინგმა პათოსით განაცხადა: “ჩემო ფიურერო,მე ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას,რომ მეექვსე არმია სტალინგრადში მომარაგებას მიიღებს! შეგიძლიათ მენდოთ!” ამ სიტყვების გაგონებამ ჰიტლერი გამოაცოცხლა.მას კვლავ დაუბრუნდა გამბედაობა: “მაშ,სტალინგრადი უნდა დავიცვათ! იმაზე ფიქრი,რომ მეექვსე არმია ფრონტის ხაზს გაარღვევს,სისულელეა! ამ პროცესში არმია თავის მძიმე შეიარაღებას დაკარგავს,ჯარისკაცებს კი ძალა გამოელევათ.მეექვსე არმია სტალინგრადში დარჩება!” (ავტორი გენია.ჯი)

ჰერმან გერინგმა მშვენივრად უწყოდა,რომ სტალინგრადში მომწყვდეული არმიის ბედი მის სიტყვაზე იყო დამოკიდებული.ამ დროს კი ის, 1942 წლის 12 დეკემბერს,ბერლინის სახელმწიფო ოპერის აღდგენისადმი მიძღვნილ საზეიმო წარმოდგენაზე ეპატიჟება მესამე რაიხის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს,რომლებიც დიდი სიამოვნებით იღებენ კიდეც მიპატიჟებას.

კურტ ცაიტცლერი ყოველდღე აბარებდა პატაკს საჰაერო გზით მეექვსე არმიის მომარაგების შესახებ,მაგრამ მიწოდებული სურსათისა და ამუნიცისს რაოდენობა ზღვაში წვეთი იყო იმასთან შედარებით,რასაც გერინგი ჰიტლერს დაჰპირდა.ფიურერი ამას გერინგს ყოველდღე ახსენებდა,მაგრამ რაიხსმარშალი ხან ცუდი ამინდით,ხან ქარბუქით,ხანაც ნისლით იმართლებდა თავს.

ჯარისკაცების კვების რაციონი სტალინგრადში კიდევ უფრო შემცირდა.ცაიტცლერმა,პროტესტისა და სოლიდარობის ნიშნად,გენერალური შტაბის სასადილოში თავისთვისაც ზუსტად ისეთი საჭმელი მოითხოვა,როგორითაც გერმანელი ჯარისკაცები იკვებებოდნენ ალყაშემორტყმულ სტალინგრადში.რამდენიმე დღის შემდეგ მან წონაში საგრძნობლად მოიკლო.ჰიტლერმა არამიზანშეწონილად მიიჩნია ის გარემოება,რომ გენერალური შტაბის უფროსი ფუჭი სოლიდარობის გამო არ უფთხილდებოდა საკუთარ ჯანმრთელობასა და ნერვებს,რის გამოც უბრძანა,ნორმალურად ეკვება,ხოლო შტაბ-ბინის კორპუსს რამდენიმე კვირით აუკრძალა შამპანურისა და კონიაკის დალევა.ვითარება მეტად რთული იყო,განწყობა სულ უფრო მძიმდებოდა.ყველანი ნიღბებად ქცეული სახეებით დადიოდნენ.მაგრამ ჰიტლერი ჯერ კიდევ იმედოვნებდა…

სტალინგრადის საბოლოო კატასტროფამ ფიურერი ძალიან შეცვალა.მან როგორც იქნა გაათვითცნობიერა თუ რაოდენ დიდი საშიშროების წინაშე იდგა.მისი ხასიათისათვის დამახასიათებელი გახდა დეპრესია.სწორედ სტალინგრადის შემდეგ მოხდა მასში დიდი ცვლილებები და იგი დაითრგუნა.მიუხედავად ამისა,ჯიუტად ამტკიცებდა,რომ ყველა ის გადაწყვეტილება რასაც იღებდა – სწორი და მომავალი გამარჯვებების მომტანი იყო.

მისი უახლოესი გარემოცვა შეწუხებული აკვირდებოდა ჰიტლერის თავის თავში ჩაკეტილობას.ყველა გადაწყვეტილებას იგი შეგნებულად მარტო ღებულობდა.ამავე დროს,ფიურერი სულიერადაც გახევდა და თითქმის აღარ ცდილობდა,ახალ იდეებზე ეფიქრა.იგი ცხოვრობდა და მოქმედებდა ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი და გატკეპნილი გზით და აღარ შესწევდა უნარი,თავი დაეღწია ამ გზისთვის.იგი საბოლოოდ დარწმუნდა,რომ სტალინგრადთან განცდილმა უზარმაზარმა ფიასკომ და მოკავშირეების მიერ შემდგომ ჩამოყალიბებულმა “მეორე ფრონტის” გახსნამ,ომის ბედი თითქმის გადაწყვიტა.ერთ-ერთ თათბირზე განაცხადა: “ნუ გექნებათ ილუზია.უკან დასახევი გზა აღარ არსებობს,მხოლოდ წინ უნდა ვიაროთ.უკან დასახევი ყველა ხიდი ჩატეხილია”.

რაც დრო გადიოდა,ჰიტლერი მით უფრო უსუბსტანციო მოხუც კაცს ემსგავსებოდა.წელში საგრძნობლად მოხრილს ხელ-ფეხი უკანკალებდა; მისმა ხმამ დაკარგა ის სიმტკიცე,რომლითაც ომის დაწყების წინ გამოირჩეოდა.ახლა უკვე იგი ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა,თითქმის ჩურჩულით და ხმა სულ მთლად ეკარგებოდა.მიხედავად ამისა,არ მოუშლია ჯიუტობა (ამტკიცებდა,რომ დასავლეთის რიგ ქვეყნებთან ერთად მაინც შესწევდა ძალა ბოლშევიზმი გაენადგურებინა).მისი უნიფორმა,რომელიც ადრე მუდამ სუფთა და უზადოდ მოვლილი იყო,სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში მოუწესრიგებელი და დალაქავებული იყო.ფიურერის ასეთი მდგომარეობა კი,შოკს ჰგვრიდა მის იმ გარემოცვას,რომელიც მოწმე იყო ჰიტლერის აღმავლობის წლებისა.ბუნკერში გამომწყვდეული ჰიტლერს არწმუნებდნენ,რომ ბერლინი დაეტოვებინა,რაზეც იგი აღელვებული პასუხობდა: “ჩემს ბედს განგებას მივანდობ,დედაქალაქში მოვკვდები!”

მოკავშირეების მიერ ბერლინზე შეტევის დროს (და უკვე მანამდეც) – ფიურერის უახლოესი გარემოცვის წევრები თავის გადარჩენისათვის იბრძოდნენ და მათთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.მათ შორის იყო ჰერმან გერინგიც.როდესაც ამის შესახებ ჰიტლერმა შეიტყო,საშინელ ღრიალს მოჰყვა: “მე ეს დიდი ხანია,ვიცი! ვიცი,რომ გერინგი დამპალია! მან გახრწნა და დაღუპა ლუფტვაფე! ის კორუმპირებულია.მისმა მაგალითმა ჩვენს სახელმწიფოში კორუფციას გაუხსნა გზა! ის მორფინისტია! მე ეს დიდი ხანია,ვიცი…” გარდა ამისა ჰიტლერს უგანეს ჰიმლერმა,ბორმანმა,კაუფმანმა,კაიტელმა და სხვა თანამებრძოლებმა.

 კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა მიზანთროპმა – ადოლფ ჰიტლერმა,რომელმაც თავისი “ზეობის პერიოდში” განაცხადა,ვერავინ მაიძულებს “რაიხსკანცელარიის შენობიდან ჩემი ნებით გამოსვლასო”,იმავე რაიხსკანცელარიის ქვემოთ განთავსებულ ”ფიურერბუნკერში” გამომწყვდეულმა მოისწრაფა სიცოცხლე… (ავტორი გენია.ჯი)

ადოლფ ჰიტლერის სამხედრო თათბირი გენ-შტაბში

სტალინგრადის ბრძოლა

სტალინგრადში ტყვედ აყვანილი გერმანული მეექვსე არმიის სარდალი – ფრიდრიხ ვილჰელმ ერნსტ პაულიუსი

გერმანიის გენერალური შტაბის უფროსი – კურტ ცაიტცლერი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>