“მეწამული გული”-ს შესახებ…

“მეწამული გული” – წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების საპატიო სახელმწიფო ჯილდოს,რომელიც გადაეცემათ მხოლოდ იმ სამხედრო პირებს,რომლებიც დაიღუპნენ ან დაიჭრნენ სხვადასხცა სამხედრო ოპერაციებში მოწინააღმდეგის მოქმედებების შედეგად.აღნიშნული ორდენი დაარსებულ იქნა 1782 წელს პირადად ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდარული პრეზიდენტის – ჯორჯ ვაშინგტონის მიერ.თავდაპირველად ორდენს ვერცხლისაგან ამზადებდნენ,შემდგომ ოქროსგან.თანამდეროვე სახე ორდენმა,ჯორჯ ვაშინგტონის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიბებისას (1932 წლის 22 თებერვალს) მიიღო.ამერიკის სამოქალაქო ომის დროს სულ სამი ამერიკელი მებრძოლი იქნა დაჯილდოებული “მეწამული გული”-ს ორდენით. 1940 წლის შუა ნახევარში,მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს,ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ სამხედრო მოსამსახურეებში მოსალოდნელი მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამოისობით “მეწამული გული”-ს 500 000 ეგზემპლარი დაამზადა.თუმცა ასეთი რაოდენობის ორდენის გაცემა იმ პერიოდში არ მოუწია და იგი გაცემულ იქნა კორეაში,ვიეტნამში,ავღანეთსა და ერაყში მიმდინარე ბრძოლებში დაღუპულ თუ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებზე.საინტერესოა ისიც,რომ 1940 წელს დამზადებული 500 000 “მეწამული გულის” ორდენიდან, 2003 წელს 120 000 ორდენი იყო შემორჩენილი.აქვე მინდა გაცნობოთ,რომ ამერიკული კანონმდებლობით “მეწამული გული” არ გაიცემა იმ სამხედრო მოსამსახურეებზე,რომლებმაც ბრძოლისას მიიღეს ფეხის მოტეხილობა სანგარში გადავარდნის შედეგად,მკაცრ კლიმატურ პირობებში დაემართათ სხეულის სხვადასხვა ნაწილების მოყინვა,ინფარქტი,”მეგობრული ცეცხლისას” დაღუპვისა თუ დაჭრისათვის,მოიწამლნენ საკვებით,შემთხვევითი გასროლის შედეგად გარდაიცვალნენ ან დაიჭრნენ.გარდა ამისა,იგი არ გადაეცემა იმ სამხედრო მოსამსახურეებსაც,რომლებმაც “ატომური აფეთქების” ზემოქმედების შედეგად მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანებები,თუკი იგი მოწინააღმედეგე არმიის მიერ არ იქნა ინიცირებული. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>