სერ ტომას შონ კონერი – “ეპიზოდი”

დიდი ოსკაროსანი შოტლანდიელი მსახიობი და პროდიუსერი - სერ ტომას შონ კონერი,რომელმაც კინოსამყაროში სახელი გაითქვა “ჯეიმზ ბონდის” როლის შესრულებით,ბავშვობიდანვე დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა ფეხბურთისა და ცხენოსნური სპორტის მიმართ.როგორც ცნობილია,მისი ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა,რამაც მოზარდი კონერი აიძულა ედინბურგში მერძევედ დაეწყო მუშაობა. 18 წლის ასაკში კულტურიზმით დაკავდა. 1950 წელს კი მონაწილეობა მიიღო “მისტერ სამყაროს” მამაკაცთა სილამაზის კონკურსში,სადაც მესამე ადგილი დაიკავა.როგორც ზემოთ ავღნიშნე – შონ კონერი ფეხბურთის დიდი მოყვარული იყო და შესანიშნავადაც თამაშობდა მას.თავდაპირველად გამოდიოდა “ბონირინგ როუზი”-ს ახალგაზრდულ გუნდში.მალევე.მიწვევა მიიღო შოტლანდიური საფეხბურთო კლუბიდან – “ისტ ფაიფიდან”,სადაც განაგრძო კიდეც კარიერა.ერთ-ერთი თამაშის დროს,რომელსაც თვალყურს ადევნებდა დიდებული ინგლისური საფეხბურთო კლუბის “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდად ქცეული ფეხბურთელი და შემდგომ მენეჯერი – სერ ალექსანდრე მეტ ბასბი,იმდენად მოიხიბლა შონ კონერის თამაშით,რომ მატჩის დასრულებისთანავე “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა შესთავაზა და ყოველკვირეულად 25 გირვანქა-სტერლინგი (იმ დროისათვის საკმაოდ კარგი) გასამრჯელო შესთავაზა.როგორც შონ კონერი თავის ვებ-გვერდზე წერს,წინადადება მართლაც მეტად მომხიბვლელი იყო,თუმცა მან გაათვითცნობიერა,რომ ფეხბურთელთა უმეტესობა იმ პერიოდში “პენსიაში” 30 წლის ასაკში გადიოდა.ის კი ამ დროს 23 წლის გახლდათ და შესაბამისად 7 წელიწადში უნდა დაესრულებინა კიდეც კარიერა.ამ ფაქტმა კი განაპირობა ის,რომ მან უპირატესობა საბოლოო ჯამში მსახიობის პროფესიას მიანიჭა და არც შემცდარა.აქვე მინდა მოგახსენოთ,რომ შონ კონერი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპონსორია “შოტლანდიის ნაციონალური პარტიისა”,რომელმაც წელს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად რეფერენდუმი ჩაატარა,თუმცა… აღსანიშნავია ის გარემოება,რომ კონერმა პირობა დადო მანამ არ ჩავიდოდა შოტლანდიაში (სამშობლოში) ,სანამ იგი დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუს არ მოიპოვებდა,თუმცა ეს პირობა უკვე დაარღვია,რადგან 2010 წელს ედინბურგის კინოფესტივალს დაესწრო. (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>