ევფორიონი ჰალკიდადან
ევფორიონი ჰალკიდადან - წარმოადგენდა ძვ.წ.აღ-ით მე-III საუკუნის დიდ ძველბერძენ პოეტსა და პროზაიკოსს.დაიბადა ძველბერძნულ ქალაქში ჰალკიდაში (კუნძულ ევბეიას ადმინისტრაციული ცენტრი თანამედროვე საბერძნეთში).
განათლება ათენში მიიღო და ცხოვრების უმეტესი ნაწილიც ამავე ქალაქში გაატარა.ძვ.წ.აღ-ით 241 წელს შეისწავლა ფილოსოფია “პლატონის ახალ აკადემიაში”,დიდი ძველბერძენი სწავლულის – ლაკიდის კირენელის ხელმძღვანელობის ქვეშ.როგორც მე-X საუკუნის უდიდესი ბიზანტიური ენციკლოპედიური ლექსიკონის “სვიდა”-დან ვგებულობთ, (ავტორი გენია.ჯი) ევფორიონი საკმაოდ მდიდარი პიროვნება გახლდათ,მისივე “ნიკეელი საყვარლის” დამსახურებით.დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 221 წელს,იგი მიწვეულ იქნა სელევკიდების ელინისტური სახელმწიფოს (სირიის მეფე) – ანტიოქე III დიდი-ს მიერ სირიაში,რათა სათავეში ჩასდგომოდა სირიის სამეფო ბიბლიოთეკის შექმნა-პატრონობას.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ ევფორიონიმ მიიღო შეთავაზება და სიცოცხლის ბოლომდე სირიის სამეფო კარის დიდებული ბიბლიოთეკის,არა მარტო შემქმნელი,არამედ მისი უდიდესი დამცველიც (ხელმძღვანელი) გახლდათ.ცნობილია ისიც,რომ ევფორიონი მრავალმხრივი ნიჭითა და მრავალმხრივი ლიტერატურული მოღვაწეობით გამორჩეული პიროვნება იყო.მის “კალამს” ეკუთვნის ისეთი ცნობილი ეპიკური ნაწარმოებები,როგორებიცაა – “თრაკიელი”; სატირული ჟანრის ნაწარმოები – “წყევლა” და სხვა პროზაიკული ნაწარმოებები.გარდა ამისა, ევფორიონი წერდა ეპიგრამებსაც,ხოლო პოეტური სტილით,მისი ქმნილებები ძალიან ჩამოჰგავდა ცნობილი ელინისტური ეპოქის,ალექსანდრიელ პოეტის – კალიმაქეს,პოეტურ ქმნილებებს.ევფერიონის სახელი არა მარტო ახლო აღმოსავლეთში,არამედ ევროპაშიც საკმაოდ განვრცობილი იყო. (ავტორი გენია.ჯი) განსაკუთრებით კი მისი შემოქმედება ცნობილი და პოპულარული იყო ძველ რომში.მის შესახებ წერდნენ ისეთი უდიდესი რომაელი პერსონები,როგორებიც იყვნენ – ციცერონი,სვეტონიუსი,მარკუს ფაბიუს კვინტილიანუსი და სხვები.გარდა ამისა მის ელეგიებს თარგმნიდა და იმიტირებას უკეთებდა გამოჩენილი რომაელი სახელმწიფო მოღვაწე,მხედართმთავარი და ლირიკული ჟანრის პოეტი – გაიუს კორნელიუს გალუსი და თავად რომის იმპერატორი,საყოველთაოდ ცნობილი დიქტატორი – ტიბერიუს კლავდიუს ნერონი.დღევანდელობაში ევფერიონის შემოქმედების,მხოლოდ ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი.მიუხედავად ამისა – ევფორიონი ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი პოეტ-პროზაიკოსის სახელითაა დღემდე ცნობილი.