ყველაზე ხანგრძლივი სიტყით გამოსვლა აშშ-ს სენატში…
ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით,ნებისმიერ სენატორს შეეძლო იმდენი ხნით გამოსულიყო სენატში სიტყვით,რამდენიც ენება.რეგლამენტი მას ამისაგან არ ზღუდავდა და სიტყვასაც ვერავინ შეაწყვეტინებდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ეს დემოკრატიული ფორმა მრავალჯერ იქნა რიგი სენატორების მიერ გამოყენებული იმისათვის,რომ ესა თუ ის კანონპროექტი დაებლოკათ,ან მისი მიღება გაეჯანჯლებინათ.ასეთი სახის გამოსვლებს კი თამამად შეიძლება ვუწოდოთ – “უსასრულო ყბედობა”.ინგლისურ ენაზე მას – “ფილიბასტერს” უწოდებენ,რაც სიტყვასიტყვით – “გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურებას მეკობრული გზით” მოიხსენიებენ.სწორედ ამ კანონის მიხედვით აჭიანურებდნენ ამერიკელი სენატორები მათთვის მიუღებელი მრავალი საჭირბოროტო კანონის მიღებას.თუმცა,ასეთ გამოსვლებსაც ჰყავდა თავიანთი “რეკორდსმენები”.კერძოდ,ცნობილი ამერიკელი სენატორი სამხრეთ კაროლინის შტატიდან – სტრომ სტიორმონდი (რესპუბლიკური პარტია),რომელიც სენატში არჩეულ იქნა 1954 წელს და მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე 8-ჯერ იქნა არჩეული ამერიკის სენატის წევრად, 1957 წლის 28 აგვისტოს საღამოს წარსდგა სენატის წინაშე სიტყვით.აქვე მინდა ავღნიშნო,რომ მისი გამოსვლა ეხებოდა შავკანინი მოსახლეობისათვის საარჩევნო უფლების მინიჭების კანონის მიღებას,რომლის წინააღმდეგაც გამოდიოდა იგი.რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,რასისტული შეხედულებებით ცნობილმა სტიორმონდმა მთელი 24 სააათისა და 18 წუთის განმავლობაში შეუსვენებლივ ილაპარაკა სენატის წინაშე,რა დროსაც მან არა მარტო იმ საკითხზე ისაუბრა,რომელიც შავკანიანი მოქალაქეებისათვის საარჩევნო უფლების მინიჭებას ეხებოდა,არამედ სრულიად წაიკითხა “ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია”,”ჯორჯ ვაშინგტონის მიმართვა ამერიკელი მოქალაქეებისადმი”,”რამდენიმე ისტორიული დოკუმენტი” და სხვა.გარდა ამისა მან დეკლამირება გაუკეთა გენიალურ ინგლისელ პოეტსა და დრამატურგს – უილიამ შექსპირს.მიუხედავად მისი დიდი მცდელობისა და საოცრად ხანგრძლივი გამოსვლისა,სენატორების მიერ კანონპროექტი მაინც დამტკიცებულ იქნა.
P.S. გარდა სტრომ სტიორმონდისა,განსაკუთრებულად ხანგრძლივი სიტყვებით სენატში წარსდგნენ სენატორები – ალფონსო დ’ამატო (23 საათი და 30 წუთი – 1986 წელი),უეინ მორზე (22 საათი და 26 წუთი – 1953 წელი),უილიამ პროქსმაირი (16 საათი და 12 წუთი – 1981 წელი) და სხვები. (ავტორი გენია.ჯი)