გაიუს იულიუს კეისარი – “ეპიზოდი”
ესპანეთში გალაშქრების წინ,რომის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს პოლიტიკურ მოღვაწეს,მხედართმთავარსა და დიქტატორს - გაიუს იულიუს კეისარს (ძვ.წ.აღ-ით 100-44 წლები),ლაშქრობისათვის,სახელმწიფო სახსრები ესაჭიროებოდა.აღნიშნულ გადაწყვეტილებას კი,სხვა მოწინააღმდეგეებთან ერთად,დიდ წინააღმდეგობას უწევდა მისი დაუძინებელი მტერი,რომაელი სახალხო ტრიბუნი – ქუინტუს მეტელუს ცელერი,რომელიც ამის აღსაკვეთად სხვადასხვა კანონებს იმოწმებდა.კეისარი,რომელიც რომში ახალი ჩასული გახლდათ ლაშქრობიდან,მეტელუსის ქმედებებმა ძალიან გააღიზიანა და მას ერთობ უტაქტოდ მიმართა:
” – იარაღი და კანონები ერთმანეთს ვერ ეგუებიან; შენ თუ ჩემი მოქმედება არ მოგწონს,ახლავე გაეთრიე აქედან! ომი ლაი-ლაის ვერ იტანს! აი,როცა ზავი დაიდება და მე იარაღს დავყრი,მაშინ დაბრუნდი და ილაყბე,რამდენიც გსურდეს.ამას რომ გეუბნები,ამით ჩემს სამართლიან უფლებებს ვთმობ: ხომ იცი,რომ შენცა და ყველა სხვა ჩემი მტერიც,რომელთაც აქ მოგისწარით,ჩემს ხელთა ხართ!”
ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ,კეისარი სალაროს კარისაკენ გაემართა,მაგრამ რაკიღა გასაღები ვერ ნახა,ოსტატები დაიბარა და უბრძანა კარი შეემტვრიათ.მიუხედავად კეისრის გადაწყვეტილებისა,სხვათაგან წაქეზებული მეტელუსი გაიუსს კვლავ წინ აღუდგა.მისმა აღვირახსნილმა საქციელმა იულიუსი სრულიად გამოიყვანა წყობილებიდან და სახალხო ტრიბუნს განრისხებულმა შესძახა,რომ თუ იგი კვლავ განაგრძობდა მის შეჩერებას სიკვდილით დასჯიდა და იქვე დაამატა:
” – იცი თუ არა,შე ლაწირაკო,რომ ჩემთვის უფრო ძნელია ამის თქმა,ვიდრე მისი აღსრულება?!”
კეისრის სიტყვებმა მეტელუსი ძალიან შეაშინა და სიკვდილის შიშით დათრგუნულმა იქაურობა სასწრაფოდ,უსიტყვოდ დატოვა.იულიუსმა კი სახელმწიფო სალაროდან აიღო იმდენი თანხა,რამდენსაც ომი მოითხოვდა. (ავტორი გენია.ჯი)