ტომას მაინ რიდი – “ეპიზოდი”
ირლანდიური წარმომავლობის მქონე დიდმა ამერიკელმა მწერალმა და რომანისტმა - ტომას მაინ რიდმა (1818-1883 წლები),მონაწილეობა მიიღო ამერიკელთა მიერ მექსიკელთა წინააღმდეგ განხორციელებულ ომში. 1847 წლის შემოდგომაზე გამართული ერთ-ერთი ბრძოლის დროს,ამერიკულ სამხედრო მუნდირში გამოწყობილმა მაინ რიდმა უმძიმესი ჭრილობა მიიღო.როგორც მისივე თანამებრძოლები ირწმუნებოდნენ,მექსიკურ ქალაქზე იერიშის დროს ახალგაზრდა კაპიტანმა მაინ რიდმა უმაგალითო სიმამაცე გამოიჩინა,რა დროსაც დაიღუპა კიდეც.მისი ჭრილობა იმდენად ღრმა და სახიფათო იყო,რომ თანამებრძოლებს ის გარდაცვლილი ეგონათ და არავის უფიქრია მისი ბრძოლის ველიდან გაყვანა.შესაბამისად,მაინ რიდი ბრძოლაში დაღუპულებს შორის დატოვეს.ტომასის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უმალვე გავრცელებულ იქნა ამერიკულ პრესაში,თუმცა საბედნიეროდ დიდი მწერალი,რომელიც სისხლისაგან თითქმის დაცლილი იყო,გარდაცვლილებში აღმოაჩინეს და “ჰოსპიტალში” გადაიყვანეს,სადაც მედიკოსთა გასაოცარი პროფესიონალიზმის შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა.ეს ფაქტი ამერიკული პრესისთვის ცნობილი არ იყო და თითოეული გაზეთი მაინ რიდის “ნეკროლოგებს” აქვეყნებდა.ზოგიერთმა გაზეთმა მას ლექსიც კი მიუძღვნა.მას შემდეგ,რაც ტომასმა ერთ-ერთ გაზეთში თავისი ნეკროლოგი ამოიკითხა,ხუმრობით წარმოთქვა
” – მე ვიქნები ერთადერთი ადამიანი,რომელსაც ორჯერ სიკვდილი უწერია…”
P.S. ცნობისათვის: ტომას მაინ რიდი მოგვიანებით ძალიან განიცდიდა ამ ომში მონაწილეობას და აღიარებდა,რომ მას ბოლო წუთამდე ეგონა თითქოს მექსიკელი ხალხის განმათავისუფლებელ ბრძოლაში იბრძოდა.მალევე კი,მექსიკელთა მისამართით თანაგრძნობით გამსჭვალულმა მწერალმა,გმირულად მებრძოლ მექსიკელ ხალხს ხოტბა შეასხა. (ავტორი გენია.ჯი)