ჯონ კიტსი – რობერტ ბერნსის შესახებ წერდა…
შოტლანდიაში მდებარე ეირშირის საგრაფოს სოფელ ალოუეში არსებულ იმ პატარა და ღარიბულ ისლის ქოხს,სადაც დაიბადა შოტლანდიის ეროვნულ პოეტად აღიარებული გენიალური შოტლანდიელი ლირიკოსი პოეტი – რობერტ ბერნსი (1759-1796 წლები), XVIII საუკუნეში ეწვია სამშობლოდან დევნილი და რეაქციონური კრიტიკის მიერ შეჩვენებული ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი პოეტი – ჯონ კიტსი (1795-1821 წლები).იგი,ბერნსის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი იყო,რის გამოც მთელი ღამე აღნიშნულ ქოხში თეთრად გაათენა (სხვათა შორის ჯონი პირველი დიდი და ღირსეული სტუმარი გახლდათ ამ პატარა ქოხისა,რომელსაც დიდი პოეტის ლირიკით მოხიბლული უამრავი ქვეყნის ურიცხვი სტუმარი სტუმრობს დღემდე).სწორედ იმ საღამოს უძღვნა აღფრთოვანებულმა კიტსმა ბერნსს თავისი უკვდავი სტრიქონები,რომელიც ასე ჟღერს:
“ბედმა,როგორც საჩუქარი,მე მარგუნა დინჯი ნაბიჯებით ვზომო შენი სახლი და გამოღებული სარკმლიდან ვუყურო გორაკებითა და ამწვანებული მინდვრებით შემკულს შენს ძვირფას ქვეყანას”. (ავტორი გენია.ჯი)
რობერტ ბერნსი
რობერტ ბერნსის ისლით დახურული ქოხი თანამედროვე პერიოდში