“სასიყვარულო სამკუთხედი”
კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სოციალისტური რევოლუციისა და პირველი სოციალისტური სახელმწიფოს (“წითელი იმპერიის”) დამაარსებლის – ვლადიმერ ლენინის მეუღლე – ნადეჟდა კრუპსკაია (1869-1939 წლები),ძალიან კარგად იყო ინფორმირებული იმის შესახებ,რომ მის ქმარს წარმომავლობით ფრანგი საყვარელი ქალი – ინესა არმანდი (ნამდვილი სახელი და გვარი – ელისაბედ პეშო დ’ერბენვილი) ჰყავდა.თავად ინესა,ცნობილი ფრანგი საოპერო მომღერლის თეოდორ სტეფანისა და კომიკოსი-მსახიობი ქალის – ნატალი ვილდის ქალიშვილი იყო. (ავტორი გენია.ჯი) რევოლუციური იდეებით გატაცებულმა 35 წლის ასაკში მყოფმა ინესამ 39 წლის ლენინი 1909 წელს ბრიუსელში გაიცნო (სხვა ვერსიით პარიზში) და იმთავითვე ჩამოყალიბდა მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობები.ის კი არა და,არმანდი ლენინის ერთ-ერთი ნდობით აღჭურვილ პირად იქცა რევოლუციურ ბრძოლაში.პროლეტარიატის ბელადის გაცნობამდე იგი ორჯერ იყო დაქორწინებული.პირველად ქორწინებაში იმყოფებოდა – ალექსანდრე არმანდტან,რომელთან 9 წლიანი თანაცხოვრების მანძილზე 4 შვილი შეეძინა.ხოლო მეორედ იქორწინა,მისივე მეუღლის უმცროს (18 წლის) ძმაზე – ვლადიმერზე,ვისგანაც ერთი შვილი ეყოლა.მას შემდეგ,რაც ლენინთან სასიყვარულო რომანი გააბა,აქტიურად ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში.თარგმნიდა ლენინის ნამუშევრებს და ეწეოდა კომუნიზმის პროპაგანდისტულ აგიტაციას ფრანგ მოსახლეობაში. 1912 წელს ინესა არალეგულურად ჩავიდა რუსეთში,რა დროსაც დააკავეს.იგი ციხიდან ერთ წელიწადში მისმა მეუღლემ დაიხსნა,თუმცა ამ დროს უკვე დაავადებული გახლდათ ტუბერკულოზით.
ნადეჟდა კრუპსკაია,გავრცელებული ცნობების თანახმად არც თუ ისე კარგი დიასახლისი იყო (კერძების გაკეთება არ იცოდა).იგი ამბობდა,რომ იკვებეოდა იმით,რასაც მისცემდნენ და კერძების დამზადების ხელოვნების შესასწავლად ტყუილად დროს არ დაკარგავდა.თავისი ასკეტური ცხოვრების წესით ცნობილი ლენინი კი,ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა.გარდა ამისა,კრუპსკაია,პრაქტიკულად ვერც სხვა საოჯახო საქმეებისადმი გამოირჩეოდა დიდი სიყვარულით.როგორც ლენინის რიგი თანამებრძოლი რევოლუციონერები ამბობდნენ, 1916 წლის ახალი წლის სუფრაზე ლენინი მათ სახლში იხილეს ცარიელი თეფშებისა და მხოლოდ იოგურტის ამარა.ლენინს ნადეჟდაში რაც მოსწონდა იყო ის,რომ კრუპსკაია მეტად მომთმენი და თავშეკავებული ქალი იყო.გარდა ამისა,მასში აფასებდა იმ წვლილს,რაც პარტიულ მუშაობაში შეჰქონდა (სწორედ ის აწარმოებდა ლენინის საიდუმლო მიმოწერას სხვა პარტიულ მუშაკებთან).
ნადეჟდასაგან განსხვავებით,ინესა შესანიშნავი დიასახლისი იყო.ქმრის (ვლადიმერის) გარდაცვალების შემდეგ ინესა ხშირად ამბობდა,რომ ფიზიკური ურთიერთობა სულაც არ ნიშნავდა პარტნიორისადმი სიყვრაულს,თუმცა რიგი წყაროების მიხედვით იგი ლენინზე თავდავიწყებით იყო შეყვარებული.მიუხედავად იმისა,რომ კრუპსკაიამ ძალიან კარგად უწყოდა მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობების არსებობა,ამის გამო მას ლენინისათვის სკანდალი არ მოწუყვია და არც ერთხელ არ მოუხსენებია ინესა ცუდად.იგი,ფაქტიურად სრულიად იმყოფებოდა ქმრის ჩრდილში.საინტერესო ის გარემოება,რომ ლენინის ცოლმა და საყვარელმა ქალმა ერთმანეთში მეგობრული ურთიერთობის დამყარებაც კი ეცადეს.რამდენიმე ხანში,ნადეჟდას მოთმინების ფიალა აევსო და ლენინს შესთავაზა არმანდს ჩამოშორებოდა,რაზეც მან სასტიკი უარი განაცხადა,თუმცა ამის გამო მათ შორის რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. 1917 წელს ინესა რუსეთში ლენინმა,სპეციალური,ეგრეთ წოდებული “დალუქული ვაგონით” (ისტორიოგრაფიულად,ასე უწოდებენ სამი ვაგონისაგან შემდგარ მატარებელს,რომლითაც 1917 წელს შვეიცარიიდან გერმანიის გავლით რუსეთში ჩავიდა რუსი რევოლუციონერი-ემიგრანტების ძალიან დიდი ჯგუფი.იმ ვაგონს,კი რომლითაც ლენინმა იმგზავრა – “დალუქული ვაგონი” ეწოდა).რუსეთში ჩასვლის შემდეგ,არმანდი ხშირად სტუმრობდა პროლეტარიატის ბელადს სახლში,რა დროსაც არა ერთხელ გამხდარა კრუპსკაია მათი კოცნის შემსწრე.რუსეთში განხორციელებული რევოლუციის შემდეგ,ლენინი იმდენად იყო დაკავებული სახელმწიფო საქმეებით,რომ ერთი პერიოდი ინესას ვერ ხვდებოდა.მოგვიანებით მას ცენტრალური კომიტეტის ქალთა განყოფილებაში დააწყებინა მუშაობა (მისი პარტიული სახელი იყო – ელენა ბლონინა). 1918 წელს ინესა “წითელი ჯვრის” მისიის ხელმძღვანელად დაინიშნა რუსეთში. 1920 წლის 24 სექტემბერს კავკასიაში ყოფნის დროს,ლენინის საყვარელი ქალი – ინესა არმანდი “ქოლერის” შედეგად ბესლანის სადგურზე (სხვა ვერსიით – ნალჩიკში) გარდაიცვალა.
ერთ-ერთი რევოლუციონერი ქალი – ალექსანდრა კოლონტა იგონებდა,რომ ინესას დასაფლავების დროს,საყვარელი ქალის კუბოს უკნა მიჰყვებოდა ლენინი,რომელზეც მკლავში ჰქონდა ხელი ჩაკიდებული კრუპსკაის.გარდა ამისა აღნიშნავდა,რომ ამ დროს ლენინს ვერც კი იცნობდით,რადგან ძალიან იყო დარგუნვილი.მას თვალები დახუჭული ჰქონდა და ისეთი წარმოდგენა შეგექმნებოდათ,თითქოს სადაც არის წაიქცევაო.ინესა არმანდი დაკრძალულ იქნა კრემლის კედელთან არსებულ ნეკროპოლში.
აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ამ ფაქტმა ლენინი,როგორც სულიერად,ასევე ფიზიკურად ერთობ მოტეხა.მან მეუღლეს სთხოვა,რომ ამანდას ორი ბავშვის მზრუნველობა საკუთარ თავზე აეღო,რაც ნადეჟდამ განახორციელა კიდეც.გასაოცარია ის ფაქტი,რომ ნადეჟდა კრუპსკაიას თავის საძინებელ ოთახში დადგმულ კომოდზე,ლენინის ორ სურათთან,ქმრის საყვარელისა და მისი უმთვარესი მოწინააღმდეგის – ინესა არმანდის ჩარჩოიანი სურათიც ედო.თუ რატომ,ეს ამ უცნაური “სასიყვარულო სამკუთხედის” გამოცანად დღემდე რჩება… (ავტორი გენია.ჯი)
ნადეჟდა კრუპსკაია
ინესა არმანდი
ვლადიმერ ლენინი და ნადეჟდა კრუპსკაია
ვლადიმერ ლენინი და ინესა არმანდი