“აკინაკი”
“აკინაკი” - ინგლისურ ენაზე “Acinaces”,წარმოადგენდა ცივ იარაღს,კერძოდ მოკლე რკინის ორლესულ ხმალს,რომლის სიგრძეც ძირითადად 40 სანტიმეტრიდან – 60 სანტიმეტრამდე მერყეობდა.ასეთი სტილის მოკლე ან გრძელი მახვილი უმეტეს წილად გამოიყენებოდა სკვითებში.გარდა ამისა მისით სარგებლობდნენ – სპარსები (ირანი),მასაგეტები და საკები ჩვ.წ.აღ-მდე I ათასწლეულში.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ “აკინაკი” გამოიყენებოდა რიგ კავკასიურ რეგიონებშიც.მისი წონა 2 კილოგრამამდე იყო და ბრძოლის დროს საკმაოდ კარგი და მოსახერხებელი გამოსაყენებელი იყო.მას იკიდებდნენ სარტყელზე,მარჯვენა მხარეს.”აკინაკი”-ს ვადა გულის ფორმის იყო, (ავტორი გენია.ჯი) ხოლო კოტას თავი ბრტყელი,ან ნახევარმთვარისებრი.გამოირჩეოდა (ავტორი გენია.ჯი) ბასრი პირით.ცნობილია ისიც,რომ “აკინაკი” – “სკვითთა ტრიადის” ერთ-ერთ შემადგენელ ელემენტს წარმოადგენდა (კომპლექსი საგნებისა,რომელიც ახასიათებდა სკვითთა კულტურას).