ჯორჯ V-ეს გასაოცარი საჩუქარი მეუღლეს…
გაერთიანებული სამეფოს მეფემ საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიიდან ჯორჯ V-ემ (1865-1936 წლები), რომელიც დაქორწინებული გახლდათ დედოფალ მარია ტეკელზე, მეუღლისადმი დიდი სიყვარულის ნიშნად მას მართლაც რომ გასაოცარი საჩუქარი გაუკეთა. ჯორჯმა დიდი ბრიტანეთის საუკეთესო ოსტატებს – მხატვრებს, არქიტექტორებს, დიზაინერებს და სხვა საპეციალისტებს შეუკვეთა დაემზადებინათ გრანდიოზული სიდიდის „თოჯინების სახლი”.აღნიშნული დავალების შესრულების ხელმძღვანელობა დაევალა საყოველთაოდ ცნობილ ბრიტანელ არქიტექტორს – ედვინ ლუტიენსს (1869-1944 წლები). ამ საოცარი „თოჯინების სახლის” აგებას,რომელსაც შემდგომ – “Queen Mary’s Dolls House” ანუ “დედოფალ მარიამის თოჯინების სახლი” ეწოდა,სრული სამი წელიწადი დასჭირდა. (ავტორი გენია.ჯი) გრანდიოზული მასშტაბების მქონე მინიატურული სახლის სიმაღლე – 1,52 მეტრია,სიგანე – 2,59 მეტრი და იწონის 4,5 ტონას.მისი მასშტაბი კი 1/12-ია.მასში 40 ოთახია,ორი ლიფტი,ელექროგაყვანილობა,ცხელი და ცივი წყლის სისტემები და სხვა უმცირესი დეტალებიც კი.გარდა ამისა,”თოჯინების სახლში” წარმოდგენილია,მინიატურული ზომების მქონე მტვერსასრუტი,სამზარეულო 50 სანტიმეტრი სიგრძის მქონე მაგიდით,ბიბლიოთეკა და სხვადასხვა მეტალისაგან დამზადებული ულამაზესი ყვავილები სასახლის წინ მდებარე ბაღში.ყველაზე დიდი ოთახი ის დარბაზია,სადაც განთავსებულია სამეფო ტახტი და როიალი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სახლის ქვემოთ განთავსებულია 1,49 მეტრის სიღრმის სარდაფი,სადაც წარმოდგენილია 1200 სახეობის მინიატურული ღვინის,ლუდისა და შამპანურის ბოთლი,რომლებშიც იმ ბრენდების ნამდვილი ნაწარმია ჩასხმული,რომელთა ეტიკეტებიც ამშვენებენ მათ.როგორც რიგი წყაროები მოწმობენ,ასეთი სახლის აგების იდეა თავდაპირველად პრინცესა მარია-ლუიზას (დედოფალ ვიქტორიას შვილიშვილს) გაუჩნდა.მას სურდა,რომ იგი ერთგვარი სიმბოლო ყოფილიყო დედოფალი ვიქტორიას მმართველობის პერიოდისა პირველი მსოფლიო ომის დროს.შესაბამისად,აღნიშნულმა პროექტმა ეროვნული ღირებულებაც კი შეიძინა,რადგან მას უნდა ეჩვენებინა ბრიტანელი ხალხისათვის სამეფო რეზიდენციის ყველა ის დეტალი,რაც დაფარული გახლდათ ფართო მასებისათვის.გარდა ოთახებისა,სასახლის ავტოფარეხში წარმოდგენილია იმ პერიოდში არსებული სხვადასხვა ფირმის მინიატურული ავტომობილები: Rolls-Royce,Daimler Limouzine,Silver Ghost და სხვა.სასახლეშივეა ის მინიატურული სეიფი,რომელშიც დაცულია სამეფო ძვირფასეულობა.ამ უნიკალური მინიატურული სასახლის ნამდვილ სიმაყედ მიიჩნევა ბიბლიოთეკა,რომელშიც ისეთი მწერლების მინიატურული ზომის მქონე წიგნებია,როგორებიცაა – რედიარდ კიპლინგი,თომას ჰარდი,არტურ კონან დოილი,ალან მილნი და სხვები.
პირველად ფართო საზოგადოებისათვის – “დედოფალ მარიამის თოჯინების სახლი” წარმოდგენილ იქნა 1924 წელს “ლონდონის საიმპერიო გამოფენის” დროს.მან იმთავითვე აღტაცებაში მოიყვანა დამთვალიერებელი.დღესდღეობით,ჯორჯ V-ეს მიერ მეუღლისადმი მიძვნილი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და გრანდიოზული თოჯინების სახლი,დაცულია უინძორების სამეფო რეზიდენციაში. (ავტორი გენია.ჯი)
დედოფალი – მარია ტეკელი
არქიტექტორი – ედვინ ლუტიენსი