“საფოსტო ზარბაზანი”
ადამიანთა მოდგმამ,ფოსტით სარგებლობა უძველესი ეპოქებიდან დაიწყო.თუკი ადრეულ პერიოდებში იმის გამო,რომ დამწერლობა არ არსებობდა,ინფორმაციის გადაცემა შორ დისტანციებზე ხმით იყო შესაძლებელი,მოგვიანებით,დამწერლობის გავრცელებასთან ერთად,ეს პროცედურა სხვადასხვა ხალხებმა თავისებურად დახვეწეს,რასაც მოჰყვა კიდეც საფოსტო მომსახურების ჩამოყალიბება.კაცობრიობისათვის – ფოსტა,ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს – ინფორმაციისა და ნივთების გაგზავნის საშუალებად იქცა.აღნიშნულ პოსტში,თქვენს ყურადღებას არ შევაჩერებ საფოსტო მომსახურების იმ უცნაურ ფორმებზე,რომელსაც იყენებდნენ ანტიკური ხანის ევროპაში,უძველეს აღმოსავლეთსა და აფრიკულ ქვეყნებში,ან თუნდაც მაიასა და აცტეკების მეტად დახვეწილი წერილობითი ინფორმაციის გადაცემის საშუალებებზე,რადგან ამ ეტაპზე მინდა შევეხო XV საუკუნიდან დანერგილ მეტად უჩვეულო მეთოდის ქმონე საფოსტო გზავნილებს.საქმე იმაშია,რომ რიგ კორესპონდენციებს,გამგზავნები ადრესატამდე,არც მეტი და არც ნაკლები ზარბაზნების ჭურვების გამოყენებით გზავნიდნენ.თუმცა,ამისათვის ისინი იყენებდნენ არა საბრძოლო ზარბაზნებსა და ჭურვებს,არამედ სპეციალურად საფოსტო მომსახურეობისათვის დამზადებულ ზარბაზნებსა და ჭურვებს.თავდაპირველად,ამ მეთოდით სხვადასხვა ბრძოლების დროს სარგებლობდნენ მხედართმთავრები,რომლებსაც ამა თუ იმ ფლანგის სამხედრო ხელმძღვანელისათვის უნდა გადაეცა ბრძოლის წარმოების შემდგომი ტაქტიკა,ან სხვა სამხედრო დანიშნულების ბრძანება.მოგვიანებით,”საფოსტო ზარბაზნებით” სარგებლობა დანერგილ იქნა სამოქალაქო (თუმცა ამით მხოლოდ მდიდარ და გავლენიან ადამიანებს შეეძლოთ სარგებლობა) და საზღვაო სისტემებში.წერილის გამგზავნი სპეციალურ ჭურვში დებდა ამა თუ იმ ინფორმაციის შემცველ წერილს და ზარბაზნის ლულით,რომელიც იმ მხარეს იყო მიბრუნებული,საითაც მისი ადრესატი ეგულებოდა,გასროლას აწარმოებდა.”საფოსტო ზარბაზნები” დამონტაჟებულ იქნა ციხე-სიმაგრეებში,სამხედრო და სამოქალაქო გემებზე.იმ შემთხვევაში,თუ გემების პორტში შესვლას აფერხებდა კლიმატური პირობები (ზღვის ღელვა და სხვა) და არ აძლევდა მათ იქ ღუზის ჩაშვების საშუალებას,მაშინ გემებიდან სანაპიროზე “საფოსტო ზარბაზნის” მეშვეობით იგზავნებოდა ის წერილები,რომლებიც განკუთვნილი გახლდნენ იმ რეგიონში მაცხოვრებელი ხალხისათვის.აღნიშნული საფოსტო მომსახურება,საკმაოდ გავრცელებული იყო რამდენიმე საუკუნის მანძილზე და იგი ერთ-ერთ ყველაზე პრაქტიკულ საშუალებას წარმოადგენდა ზემოაღნიშნულ გამოუვალ მდგომარეობებში. (ავტორი გენია.ჯი)