ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – “ეპიზოდი”
გენიალურმა ავსტრიელმა კომპოზიტორმა და ვენის კლასიკური სკოლის ერთ-ერთმა უდიდესმა კორიფემ - ვოლფგანგ ამადეუს მოცარტმა (1756-1791 წლები),ერთ დღეს ქაღალდზე ჩამოწერა თავისი სახელფასო შემოსავლები,რის შემდეგაც იგი იმპერატორის სასახლის კომპოზიტორს გადაუგზავნა.წერილის ბოლოში მოცარტმა შემდეგი მინაწერი გააკეთა: “ეს ძალიან ბევრია იმისათვის,რასაც ვაკეთებ,თუმცა ძალიან ცოტა იმისათვის,რაც შემიძლია გავაკეთო”.
* * *
როგორც ცნობილია,ვოლფგანგ ამადეუს მოცარტმა თავისი ვირტუოზული მუსიკალური კარიერა ჯერ კიდევ პატარა ასაკში დაიწყო.ერთ-ერთი კონცერტის დროს,რა დროსაც მცირეწლოვანი ამადეუსი ერთ-ერთ კომპოზიციას ასრულებდა,სცენაზე კატა აიჭრა.ბავშვი კატის დანახვამ ისე აღაფრთოვანა,რომ მას სრულიად გადაავიწყდა,როგორც კონცერტზე დამსწრე საზოგადოება,ასევე ის რომ,თავად იყო ამ კონცერტის მთავარი ფიგურა.იგი ელვასავით წამოვარდა სკამიდან,კატას გაედევნა დაიჭირა და მოფერება დაუწყო.ამ ფაქტმა ამადეუსის მამის – ლეოპოლდის აღშფოთება გამოიწვია და საკუთარ ვაჟს მრისხანედ უბრძანა,რომ თავის მუსიკალურ ინსტრუმენტს დაბრუნებოდა.მოცარტმა კი განრისხებულ მამას ბავშვური უმანკოებით გაუღიმა და გულისხმიერად მიუგო: ” – მამა,კლავესინი არსად გაქცევას არ აპირებს,კატას კი შეუძლია გაიქცესო”, – და კვლავაც მისი მოფერება განაგრძო.დარბაზში,მოცარტის ცხოველისადმი გამოვლენილმა თბილმა დამოკიდებულებამ,ხანგრძლივი აპლოდისმენტები გამოიწვია. (ავტორი გენია.ჯი)