მარტინ ლუთერის გარდაცვალების შესახებ…

საყოველთაოდ ცნობილი გერმანელი ეკლესიის რეფორმატორი,თეოლოგი და ბერი – მარტინ ლუთერი (1483-1546 წლები),რომლის სწავლებამაც საფუძველი ჩაუყარა რეფორმაციას (ლუთერანიზმი) და ზოგადად საერთოდ დასავლური ცივილიზაციის განვითარების კურსს,ოფიციალური ვერსიის თანახმად,უკანასკნელი 13 წლის მანძილზე ხშირად ავადმყოფობდა და 1546 წლის 18 თებერვალს მშობლიურ ქალაქ ეისლებერში გრაფ მანსფელდთან სტუმრობის დროს გარდაიცვალა,რის შემდეგაც მისი ცხედარი გერმანიის ქალაქ ვატენბერგში გადაასვენეს და იმ ეკლესიაში დაკრძალეს დიდი პატივით,სადაც პირველად წამოაყენა თავისი ცნობილი თეზისები.თუმცა აღნიშნული ვერსია თავდაყირა დააყენა პარიზის კათოლიკური ინსტიტუტის პროფესორმა,ისტირიკოსმა და მწერალმა – ივანე გობრიმ (XX საუკუნე).როგორც მან განაცხადა,აღმოაჩინა მარტინ ლუთერის მოსამსახურის მიერ დაწერილი საიდუმლო წერილი,სადაც აღნიშულია,რომ გერმანელი რეფორმატორი არა ბუნებრივი სიკვდილით,არამედ თვითმკვლელობით იქნა დაღუპული.გობრის მიერ გამოქვეყნებულ წიგნში – “ლუთერი”,მან წარმოადგინა ის წერილი,რომელიც მარტინის მოსამსახურეს ეკუთვნოდა.წერილში კი ვკითხულობთ:

“მეორე დღეს,როგორც წესი,ჩვენს ბატონთან წავედით,რათა იგი შეგვემოსა.თქვენ ვერ წარმოიდგენთ რაოდენ დიდი იყო ჩვენი მწუხარება,როდესაც მარტინ ლუთერი საკუთარ საწოლზევე ვნახეთ საცოდავად ჩამოხრჩობილი.ამ საშინელმა სანახაობამ,ძალიან დაგვრთგუნა და როდესაც პირველმა შოკმა გაიარა,გადავწყვიტეთ ლუთერის გავლენიან მეგობრებთან გავქცეულიყავით,რათა ეს საშინელი ამბავი გვეცნობებინა.ისინი მარტინის სიკვდილმა შეაშფოთა და ჩვენგან სხვადასხვა რაღაცაების მოთხოვნა დაიწყეს.პირველ რიგში გვიბრძანეს,რომ რაც ვიხილეთ სრულიად საიდუმლოდ შეგვენახა და არავისთვის არ გაგვემხილა.შემდგომ,იატაკიდან ავიღეთ გარდაცვლილის ცხედარი,რომელსაც ყელზე გაკეთებული თოკი მოვხსენით და საწოლზე დავასვენეთ.მოგვიანებით,მათ გვიბრძანეს,რომ ხმა გაგავევრცელებინა,თითქოს ის სრულიად მოულოდნელად და უეცრად გარდაიცვალა.ჩვენ,ჩვენს პირობას უმკაცრესად ვიცავდით და ამას ვაკეთებდით არა მარტო მარტინ ლუთერის ხსოვნის საპატივსაცემულოდ,არამედ მისი გავლენიანი მეგობრების ბრძანების გამოც… თუმცა ჭეშმარიტება და სიმართლე ოდესღაც მაინც გამჟღავნდება და მას ვერანაირი შიში და ფული ვერ გადაფარავს,რადგან რელიგიური გრძნობები და სინდისი მაინც ყველაზე ძლიერია ამ ქვეყანაზე”. (ავტორი გენია.ჯი)

მიუხედავად აღნიშნული დოკუმენტისა,გობრი მაინც დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცა,რადგან როგორც ცნობილია ქრისტიანი ადამიანისათვის,როგორი მიმართულებისაც (მართლმადიდებელი,კათოლიკე,პროტესტანტი და ასე შემდეგ) არ უნდა იყოს იგი,თვითმკვლელობა ერთ-ერთ უდიდეს ცოდვად მიიჩნევა,მითუმეტეს ჩადენილს იმ ადამიანის მიერ,რომელმაც სრულიად ახალ გერმანულ ეკლესიას დაუდო სათავე.შესაბამისად,ლუთერის სუიციდს განსაკუთრებით ლუთერანები უარყოფენ და ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე,რომ – ივანე გობრი “ფანატიკოსი კათოლიკე” გახლდათ.კათოლიკეები კი,რბილად რომ ვთქვათც “ლუთერანიზმს” არც თუ ისე კარგი თვალით უყურებენ.ასეა თუ ისე,დიდი გერმანელი საეკლესიო რეფორმატორის ოფიციალურ ბიოგრაფიაში,გობრის მიერ მოწოდებული დოკუმენტების მიუხედავად არაფერი შეცვლილა და მისი სიკვდილის მიზეზად კვლავაც ბუნებრივი გარდაცვალება სახელდება. (ავტორი გენია.ჯი)

ივანე გობრი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>