რობეტრ ბერნსი – “ცოლი მყავს და ნამუსი მაქვს”

ცოლი მყავს და ნამუსი მაქვს,

არ დავუთმობ არავის,

რქებს ვერავინ დამადგამს,

არც დავადგამ არავის…

* * *

მე არავის ვემონები,

არც ვბატონობ არავის,

მტერს შიშველი ხმალით ვხვდები,

ქედს არ ვუხრი არავის.

* * *

გავიხარებ,გავლაღდები,

არ ვიდარდებ არავის,

თუ არავის ვენაღვლები,

არც მე ვნაღვლობ არავის.

კომენტარის დატოვება