ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსი წერდა…
“კერძო სკოლები დიდხანს იყო იმის მშვენიერი მაგალითი,თუ რა საშინლად უგულვებელყოფილია ინგლისში აღზრდა და რა უგულოდ ეკიდება ამ საქმეს – კარგი თუ ცუდი მოქალაქის ჩამოყალიბების,ადამიანის უბედურ თუ ბედნიერ გზაზე დაყენების საქმეს – სახელმწიფო.ყველას,ვინც კი სხვა საქმიანობაში უხეირობას გამოიჩენდა,თავისუფლად,შეუმოწმებლად შეეძლო გაეხსნა სკოლა,როცა მოესურვებოდა.დასტაქარს,რომელიც ხელს უწყობს ბავშვის გაჩენას,ან ზოგჯერ იქნებ საჭირო გახდეს ამქვეყნიდან მის წასვლასაც შეუწყოს ხელი,უსათუოდ მოსთხოვდნენ ხოლმე საჭირო განათლებას,ამგვარსვე მოთხოვნას წაუყენებდნენ მეაფთიაქეს,ვექილს,ყასაბს,ხაბაზს,სანთლის მკეთებელს… ერთი სიტყვით,ყოველგვარი ხელობის და საქმიანობის ადამიანს,გარდა მასწავლებლისა… მშობლების სიხარბისა თუ უჭკუობის,აგრეთვე ბავშვების უმწეობის წყალობით,მრავალი უვიცი,ბილწი,გულქვა ადამიანი,რომელთაც ჭკვათამყოფელი კაცი ცხენსა და ძაღლსაც კი არ ანდობს,გახდა ქვაკუთხედი ისეთი საზოგადოებისა,რომელსაც სისულელესა თუ გულცივობაში ქვეყნად ბადალი არა ჰყოლია… ზოგჯერ გვესმის ხოლმე,როგორ აძლევენ სამართალში უხეირო ექიმს,რომელმაც მორჩენის ნაცვლად სავსებით დაასახიჩრა მოტეხილი მკლავი,ან ფეხი,მაგრამ რაღა უნდა ვთქვათ ასიათასობით ადამიანის სულზე,რომელიც უნიჭო გაიძვერებმა,განსპეტაკების ნაცვლად,საბოლოოდ დაამახინჯეს?!” (ავტორი გენია.ჯი)