ჯეიმზ I სტიუარტის შესახებ…
ელისაბედ I-ის გარდაცვალების შემდეგ,ინგლისის სამეფო ტახტზე ასული სტიუარტების დინასტიის პირველი მეფის ჯეიმზ I-ის (1566-1625 წლები) ოფიციალურად ცნობილი მამა და შოტლანდიის დედოფლის – მარიამ სტიუარტის მეუღლე – ჰენრი სტიუარტი,იგივე ლორდი დარნლი,ჯეიმზს ღვიძლ შვილად არასოდეს აღიარებდა.იგი დარწმუნებული იყო,რომ მას დედოფალი ღალატობდა სამეფო სასახლის ერთ-ერთ მუსიკოსთან და მარიამ სტიუარტის პირად მდივანთან,წარმომავლობით იტალიელ – დავიდ რიჩოსთან,რომელიც თავის მხრივ 1566 წლის 9 მარტს ედინბურგში,მხეცურად იქნა მოკლული შეთქმული-პროტესტანტების მიერ ფეხმძიმე დედოფლის თვალწინ.ამ მოვლენიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ,მარიამმა ტახტის მემკვიდრე ვაჟი გააჩინა,რომელსაც – ჯეიმზი უწოდეს. (ავტორი გენია.ჯი) ინგლისის სამეფო კარზე თითქმის ყველა იყო დარწმუნებული იმაში,რომ ჯეიმზი დავიდ რიჩოს შვილი იყო.ამას ხელს უწყობდა ჰენრი სტიუარტის საჯარო განაცხადებებიც,სადაც იგი ამბობდა,რომ მარიამ სტიუარტი მას ღალატობდა და ჯეიმზი არა მისი,არამედ დავიდ რიჩოს ვაჟი გახლდათ.ამ მოტივით,ლორდი დარნლი ბავშვის ნათლობასაც კი არ დასწრებია.ბავშვის დაბადებიდანვე,მის წინააღმდეგ უამრავი ინტრიგების ხლართვა დაიწყო.იმისათვის რომ,მარიამ სტიუარტს ჯეიმზისათვის საფრთხე თავიდან აეცილებინა,მისი აღზრდა და შესაბამისად,მასზე მზრუნველობა გრაფ მარას დაავალა.ჯეიმზს სრული სამეფო რანგის შესაბამისად ზრდიდნენ.ხმები მისი უკანონო წარმომავლობის შესახებ,მას მთელი ცხოვრების განმავლობაში თან სდევდა არა მარტო სამშობლოში,არამედ მის საზღვრებს გარეთაც.ცნობილია,რომ საფრანგეთის მეფემ ანრი IV დე ბურბონმა,რომელსაც “დიდი”-ს სახელით მოიხსენიებდნენ,ჯეიმზს ირონიულად – “სოლომონი,დავიდის ვაჟი” უწოდა.მას რაღა თქმა უნდა მხედველობაში ჰქონდა ის,რომ ჯეიმზი დავიდ რიჩოს ვაჟი იყო.მიუხედავად იმისა,რომ მარიამ სტიუარტი სიკვდილით იქნა დასჯილი,ინგლისის სამეფო ტახტი უამრავი ინტრიგების მიუხედავად,მაინც ჯეიმზმა დაიკავა.მან თავისი მმართველობისას მაქსიმალურად შეეცადა შეეზღუდა პარლამენტის უფლებები და გაატარა აბსოლუტისტური პოლიტიკა.
როგორც ისტორიკოსები ირწმუნებიან,ჯეიმზი თავისი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ერუდირებული ადამიანი იყო.იგი ფლობდა ლათინურ და ძველბერძნულ ენებს,რაც საშუალებას აძლევდა ეთარგმნა აღნიშნული ენებიდან შოტლანდიურ ენაზე რიგი ლექსები.საკუთარი ვაჟის გავლენით დაწერა ტრაქტატი დემონოლოგიისა და თამბაქოს მავნებელი გავლენის შესახებ.მის მიერ დაწერილ ყველაზე ცნობილ ტრაქტატს წარმოადგენს – “Basilicon Doron”,სადაც ჩამოყალიბებულია ჯეიმზის ხედვები სახელმწიფოსა და ეკლესიის,სამეფო ხელისუფლებისა და ქვეშევრდომების ურთიერთობებზე.მისი მმართველობის პერიოდი,ინგლისური კულტურისა და ხელოვნების აღორძინების ხანად იქცა,რადგან სწორედ მაშინ მოღვაწეობდნენ ისეთი გენიალური პერსონები,როგორებიც იყვნენ – უილიამ შექსპირი,ბენ ჯონსონი,ჯონ დონი,უილიამ დრამონდი და სხვები.მის მთავრობაშივე ეკავა ლორდ-კანცლერის თანამდებობა,ერთ-ერთ უდიდეს ინგლისელ ფილოსოფოსსა და მოაზროვნეს – ფრენსის ბეკონს.მეფისვე ინიციატივით იქნა გაფართოებული სხვადასხვა სამეცნიერო კვლევები,მათ შორის მედიცინაში,ბუნებისმეტყველებასა და ალქიმიაში.მიუხედავად იმისა,რომ მას შვიდი შვილი ჰყავდა (სამი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი) ინგლისის დედოფალ-კონსორტთან – ანა დანიელთან თანაცხოვრებაში,მასზე მაინც დადიოდა ხმები,რომ იგი ჰომოსექსუალი იყო.ჯეიმზი დაუახლოვდა კათოლიკურ ესპანეთს,რომელიც თავის მხრივ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და დაუძინებელი მტერი იყო, და რამაც მის წინააღმდეგ უამრავი ადამიანი განაწყო (განსაკუთრებით ინგლისური ბურჟუაზია და ჯენტირები).შეუწყნარებლობით გამოირჩეოდა პურიტანების მიმართ.მას შემდეგ,რაც ჯეიმზ I სტიუარტი გარდაიცვალა,ინგლისის სამეფო ტახტი დაიკავა მისივე ვაჟმა ჩარლზ I-მა. (ავტორი გენია.ჯი)
მარიამ სტიუარტი
ჰენრი სტიუარტი – “ლორდი დარნლი”
ლორდი დარნლი და მარიამ სტიუარტი
დავიდ რიჩო
დავიდ რიჩოს მხეცური მკვლელობა
მარიამ სტიუარტის სიკვდილით დასჯა
ანა დანიელი (ჩარლზ I-ის მეუღლე)
ჩარლზ I სტიუარტი (ჯეიმზ I-ის ვაჟი და სამეფო ტახტის მემკვიდრე)