იცით თუ არა,რომ
1. მას შემდეგ,რაც სპარსული პოეზიის გენიალურმა წარმომადგენელმა – ფირდოუსმა,”შაჰნამე” დაწერა და იგი ღაზნევიდების სახელმწიფოს სულთანს – მაჰმუდ ღაზნევს წარუდგინა,იგი იმდენად მოიხიბლა ირანელი ხალხის ეროვნულ ეპოსად შემდგომში ქცეული ნაწარმოებით,რომ ბრძანა ფირდოუსისათვის იმავე წუთს მიერმიათ 60 000 მონეტა.თუმცა,დიდმა სპარსმა პოეტმა თანხის აღებაზე იმ მოტივით განაცხადა უარი,რომ მონეტები ვერცხლის იყო,მისი ქმნილება კი ოქროს მონეტებს იმსახურებდა.მოგვიანებით,ფირდოუსმა თქვა,რომ “შაჰ-ნამე” საერთოდ შეუფასებელი ნაწარმოები იყო.
2. პირველად,”თეთრ სადედოფლო” კაბას სათავე დაუდო შოტლანდიისა და საფრანგეთის დედოფალმა – მარიამ სტიუარტმა. 1558 წლის 24 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში შედგა მარიამ სტიუარტისა და საფრანგეთის მომავალი მეფის ფრანსუა II-ეს ჯვრისწერა,რა დროსაც დედოფალს ქორწინების ისტორიაში პირველად თეთრი “სადედოფლო კაბა” ეცვა.ცნობისათვის,იმ პერიოდის საფრანგეთში საქორწინო კაბები – წითელი ფერის იყო.
3. ოტომანური ოსმალეთის იმპერიაში სულთნის მიერ გამოცემულ ბრძანებულებას – “იარლიყი” ეწოდებოდა.
4. ისლამისწინა პერიოდის დიდი არაბი პოეტი – ზუჰაირი,მის მიერ დაწერილ ლექსების კრებულში – “ალ-მუალაქატი”,ადამიანის ბედს – “ბრმა აქლემს” ადარებდა. (ავტორი გენია.ჯი)
5. იორკების ინგლისური სამეფო დინასტიის სიმბოლოდ – “თეთრი ფერის” ვარდი მიიჩნეოდა.ლანკასტერების სამეფო დინასტიის სიმბოლოდ – “წითელი ვარდი”,ხოლო ინგლისის პრემიერ-მინისტრის არტურ ნევილ ჩემბერლენს თილისმად აღებული ჰქონდა – “ხაკისფერი ვარდი”,რაც ასეთი ყვავილისათვის მეტად არადამახასიათებელი ფერი გახლავთ.
6. დიდი ამერიკელი მწერალი – ერნესტ მილერ ჰემინგუეის აზრით,უნიჭობაში არავითარი იდუმალება არ არსებობდა.
7. დიდი ამერიკელი მწერალი – მარკ ტვენი,თავისი წიგნის – “ავტოგრაფია”,შესავალში წერდა: “ამ ავტობიოგრაფიას რომ ვწერ,ერთი წუთითაც არ მავიწყდება,რომ სამარიდან გელაპარაკებით.ეს ნამდვილად ასეა: ეს წიგნი რომ დაიბეჭდება,მე ცოცხალი აღარ ვიქნები.მირჩევნია მკვდარმა ვილაპარაკო,ვიდრე ცოცხალმა,მეტად სერიოზული მიზეზის გამო: სამარეში უფრო გულახდილი ვიქნები”.
8. მარკ ტვენი თავისი უკვდავი ნაწარმოების “ტომ სოიერი”-ს შესახებ ამბობდა,რომ იგი გახლდათ პროზად დაწერილი ჰიმნი და საეკლესიო საგალობელი.
9. სანკტ-პეტერბურგში ერთ-ერთი სტუმრობის დროს,რუსული ესტრადის პრიმადონამ – ალა პუგაჩოვამ,სასტუმრო “ლენინგრადი”-ს ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი ანკეტის გრაფაში – “ჩამოსვლის მიზანი” – კაიფი ჩაწერა.
10. ძველ რომში ადამიანების უმეტესობა გვარით სარგებლობდა,თუმცა არა ისე მასიურად,როგორც თანამედროვე პერიოდში.რომის იმპერიის დაცემის შემდეგ,რომაელებმა გვარი ფაქტიურად დაკარგეს და იგი მხოლოდ XI საუკუნეში იქნა აღდგენილი ვენეციელი პატრიციების მიერ,რომლებიც თავიანთ შთამომავლებს გადასცემდნენ იმ გვარს,რომლისაც ისინი იყვნენ.ცნობისათვის,ინგლისის მეფემ – ედუარდ IV იორკმა, 1465 წელს გამოსცა ბრძანება,რომლის მიხედვითაც ინგლისის ტახტის ყველა ქვეშევრდომი ვალდებული იყო ჰქონოდა საკუთარი გვარი. (ავტორი გენია.ჯი)